„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №369 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №369 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 07/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.010.060
  • Word
157
01/03/2007
სსმ, 31, 07/03/2007
360.060.000.22.023.010.060
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №369 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №369 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.010.060

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №157

2007 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №369 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №369 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 18.05.2006, №68, მუხ. 860) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომლების დიზაინსაც ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;“

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ნეძვის აღკვეთილს;“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის და ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ადმინისტრაციის ფუნქციებია:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან (შემდგომში _ დეპარტამენტი) შეთანხმებით სამეცნიერო კვლევის წარმართვაზე თანხმობის გაცემა, ხელშეკრულების გაფორმება და ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა;

ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;

გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობებისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა. მარშრუტების სარგებლობის წესების დაწესება და ამ წესების დაცვაზე კონტროლი;

დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველური მცენარეების სახეობების მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება;

ვ) დაცვის რეჟიმის წესების დაცვაზე კონტროლი;

ზ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;   

თ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი;

ი) სამენეჯმენტო გეგმით დაშვებული ტრანსპორტით გადაადგილებაზე კონტროლი;      

კ) ეკოტურიზმის განვითარებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი ეროვნულ პარკში;      

ლ) ვიზიტორთა ყოფნაზე და გადაადგილებაზე დაწესებული წესების დამრღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრება;

მ) გარემოს დაცვასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ნ) დაშვებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებითა და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვის, საშეშე მერქნის მოპოვების კვოტების დადგენა, კონტროლი და დამრღვევების მიმართ დადგენილი სანქციების გამოყენება ეროვნული პარკის მართვადი დაცვის ზონაში და აღკვეთილში;

ო) დაშვებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებითა და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული ძოვების კვოტების დადგენა, კონტროლი და დამრღვევების მიმართ დადგენილი სანქციების გამოყენება ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში;

პ) ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენა;

ჟ) არსებული ტყის ეკოსისტემის აღდგენა;

რ) საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეთა სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების გატარება;

ს) ეროვნული პარკის და აღკვეთილის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება;

ტ) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება მართვადი დაცვის ზონაში;

უ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ფ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ქ) საქართველოს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისთვის, მათდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს ადმინისტრაციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიის დაცვის და გამოყენების რეჟიმს;

ღ) სათანადო წესით განახორციელოს გამაფრთხილებელი და აღმკვეთი ღონისძიებები იმ ფიზიკური და იურიდიულ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა არღვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით განსაზღვრულ დაცვის და გამოყენების რეჟიმს;

ყ) ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის სატენდერო წესების და პირობების შემუშავება და ტენდერის ჩატარება;

შ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

ჩ) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნით;

ც) სამარკეტინგო საქმიანობის წარმოება;

ძ) შემოსავლების განკარგვა;

წ) ტერიტორიების დაგეგმვის, მოვლა-პატრონობის, დაცვა-აღდგენის, მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის და სხვა პროგრამების ხარჯებთან დაკავშირებით გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვა;“.

4. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქი:

მ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების საფასური;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი