„კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 020090000.10.003.025900
351
27/07/2026
ვებგვერდი, 28/07/2026
020090000.10.003.025900
„კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №351

2026 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2013, 020090000.10.003.017468) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კოლექტიურ დავაზე დასანიშნი მედიატორის კანდიდატზე მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახურთან შეთანხმებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, უზრუნველყოფს ამ კანდიდატისგან მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე