დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლხეთის ეროვნული პარკის და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №368 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 07/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.22.023.010.0590 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.010.059
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №156
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლხეთის ეროვნული პარკის და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №368 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №368 ბრძანებით (სსმ III, 18.05.2006, №68, მუხ. 859) დამტკიცებულ „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლხეთის ეროვნული პარკის და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. ფოთი, გურიის 222.“.
2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომლების დიზაინსაც, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დირექტორი
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. დირექტორი უფლებამოსილია:
ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას;
დ) დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა;
ე) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები, ხოლო მათი სახელფასო და საპრემიო ფონდი განსაზღვროს სამინისტროსთან შეთანხმებით;
ზ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს ადმინისტრაციის შემოსავლების განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები;
თ) განკარგოს ადმინისტრაციის შემოსავლები;
ი) დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომლების მუშაობაში დაშვებული დარღვევებისათვის;
კ) დაამტკიცოს ადმინისტრაციის შინაგანაწესი;
ლ) განახორციელოს კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა;
მ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების საფასური.
3. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და განთავისუფლებს დირექტორი.
4. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები