„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 101/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018880
101/ნ
27/07/2026
ვებგვერდი, 28/07/2026
430210000.22.022.018880
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №101/ნ

2026 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 16 მაისის №57/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018165) დამტკიცებულ „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1 - „3 ქვეპუნქტები:

„ქ1. სახელმწიფო პრიორიტეტების გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირებისთვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების განხორციელება და გრანტების/სტიპენდიების დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ქვეყნის მიერ აღიარებულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე განათლების მისაღებად;

2. სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საგანმანათლებლო, გაცვლითი ან/და მოკლევადიანი კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

3. კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საერთაშორისო პროგრამების სამმართველო.“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე, მისი მოთხოვნით – ნებისმიერ დროს;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და  მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ასრულებს ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს“.

5. მე-10 მუხლს მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.“.

6. მე-13 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-13 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

მუხლი 14

1. საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სახელმწიფო პრიორიტეტების გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირებისთვის, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების განხორციელება და გრანტების/სტიპენდიების დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ქვეყნის მიერ აღიარებულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე განათლების მისაღებად;

ბ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საგანმანათლებლო, გაცვლითი ან/და მოკლევადიანი კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსათვის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე;

დ) საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი, შეხვედრა და სხვა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მონაწილეობის ხელშეწყობა;

ე) საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავებასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;

ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს საჯარო მოსამსახურე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილევან ღირსიაშვილი