„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 21/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.025893
344
24/07/2026
ვებგვერდი, 24/07/2026
130000000.10.003.025893
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №344

2026 წლის 24 ივლისი

   ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018773) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამსახურის მოსამსახურეს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის ან/და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რამაც ხელი შეუწყო სამსახურის მუშაობის საერთო ეფექტიანობას, შესაძლებელია, მიეცეს სამსახურის სამკერდე ნიშანი − „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ და მასთან ერთად ერთდროული ფულადი გასაცემელი − 10 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 21 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე