საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის დადგენის შესახებ

საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 98/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.018878
98/ნ
24/07/2026
ვებგვერდი, 24/07/2026
430050000.22.022.018878
საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის დადგენის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №98/ნ

2026 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის დადგენის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ​19“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დადგინდეს „საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური“ დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე




 

დანართი

საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დანართი ადგენს საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის (შემდგომ – სასკოლო ფორმის ტანსაცმელი) თითოეული ერთეულის რეალიზაციის საფასურს.

მუხლი 2. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურები თითოეული ერთეულისთვის და მათი ოდენობის განსაზღვრა

1. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის ოდენობა თითოეული ერთეულისთვის შეადგენს:

ა) სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი;

ბ) სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი;

გ) სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი;

დ) სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი;

ე) სასკოლო ქვედაკაბა:

ე.ა) მოკლე: 25 ლარი;

ე.ბ) გრძელი: 25 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია  დაუშვებელია.