დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016751 |
21
29/07/2026
ვებგვერდი, 31/07/2026
010250050.35.123.016751
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250050.35.123.016412), კერძოდ, დადგენილების დანართის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ა“ ქვეპუნქტი:
„ვ.ა) აწვდის ინფორმაციას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412799093), მათ სამოქმედო ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის ფაქტებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 30 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები