დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016779 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №19 დადგენილება (matsne.gov.ge, 20/02/2018; 010260020.35.153.016413). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 აგვისტოდან. |
|
დანართი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; წინადადებების შემუშავებას განათლების, კულტურის და სპორტის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ადგილობრივი სემინარების, კონფერენციების, ფესტივალების, კონკურსების, კონცერტების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება-ჩატარებას, მის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებების, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებას; კომპეტენციის შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების შესრულებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებებისაგან: ა) განათლების, კულტურის და ღონისძიებების დაგეგმვის განყოფილება; ბ) ტურიზმის განყოფილება; გ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება; დ) კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის განყოფილება; ე) ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელი 1. სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის; ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) უზრუნველყოფს მოხელეებისათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ვ) უზრუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; თ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. 3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 4. განყოფილების ხელმძღვანელი 1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი. 2. განყოფილების ხელმძღვანელი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სტრატეგიული განვითარების გეგმებს, პროექტებს, წინადადებებს და წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს; ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე. 4. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 5. განათლების, კულტურის და ღონისძიებების დაგეგმვის განყოფილება 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი. 2. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) განათლებასთან დაკავშირებით მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორცილების კოორდინაციას; ბ) კულტურის სფეროსთან დაკავშირებით მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორცილების კოორდინაციას; გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ განხორციელებას; მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას; დ) კულტურული ურთიერთობების დამყარებას და კულტურათშორისი დიალოგის წარმოებას მუნიციპალურ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე, კულტურის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში; ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას; ვ) მუნიციპალურ დონეზე წინადებებების მომზადებას კულტურისა და განათლების მიმართულებით; ზ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციის განხილვას და საპასუხო წერილების მომზადებას; კომპეტენციის შესაბამისად, სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, მერის და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების, ასევე სხვა უფლებამოსილების განხორციელებას. მუხლი 6. ტურიზმის განყოფილება 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი. 2. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სხვა ქვეყნის ქალაქებთან თანამშრომლობის , წინადადებების მომზადებას; ბ) მუნიციპალურ დონეზე, ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას და წინადადებების მომზადებას მისი გაუმჯობესების თაობაზე; გ) მუნიციპალურ დონეზე სხვადასხვა დაწესებულებასთან თანამშრომლობასა და ღონისძიებათა განხორციელების შესახებ წინადადებების მომზადებას და წარდგენას სამსახურის ხელმძღვანელისათვის; დ) ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას; ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება-განხორციელებაში მონაწილეობას; ე) ტურიზმის მიმართულებით, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, პარტნიორ ქალაქებთან, დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან კოორდინაციას და თანამშრომლობას; ვ) მუნიციპალიტეტის ტურისტული პროდუქტების, მარშრუტებისა და ახალი ტურისტული გამოცდილებების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობას; ზ) მუნიციპალიტეტის ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციის მიზნით ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიისა და საინფორმაცია კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას; თ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუხლი 7. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი. 2. განყოფილების საქმიანობა მოიცავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს და თავისი ამოცანების შესასრულებლად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განყოფილება ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ა) სპორტის მიმართულებით: ა.ა) ხელს უწყობს სპორტის და სპორტის სახეობების ტრადიციების შენარჩუნებას, დაცვას და განვითარებას; კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სპორტში არსებული პრობლემების მოგვარებას და შეიმუშავებს სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებებს მუნიციპალურ დონეზე; ა.ბ) ხელს უწყობს სპორტის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სპორტული ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობას; ა.გ) აგროვებს და აანალიზებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კოორდინაციას უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროპაგანდას, უზრუნველყოფს მეთოდური, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გავრცელებას; ა.დ) ახორციელებს მონიტორინგს მუნიციპალიტეტის კუთვნილი სპორტული ნაგებობების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; შეიმუშავებს წინადადებებს მათი რეაბილიტაციის თაობაზე; ა.ე) შეიმუშავებს წინადადებებს დაქვემდებარებული სასპორტო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; ა.ვ) კოორდინაციას უწევს სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას და მის განხორციელებას; ა.ზ) ახორციელებს სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზებას, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებისა და სპორტის სფეროში გამოჩენილი პიროვნებების სახელის უკვდავყოფის მიზნით, სახელობითი ტურნირების ჩატარებას; ა.თ) ხელს უწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას; ბ) ახალგაზრდობის მიმართულებით: ბ.ა) კოორდინაციას უწევს ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოს მიერ ინიიცირებულ პროგრამებს და მონაწილეობს მათ განხორციელებაში; ამ მიზნით, თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან; ბ.ბ) ხელს უწყობს ჯანმრთელობის პრობლემის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას; ბ.გ) მუნიციპალურ დონეზე ხელს უწყობს მოზარდებსა და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას; ბ.დ) მონაწილეობს და ეხმარება საინიციატივო ჯგუფებს მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებაში. 3. განყოფილება, რეზოლუციის შესაბამისად, ასევე განიხილავს კორესპონდენციას და ამზადებს საპასუხო წერილებს; კომპეტენციის შესაბამისად, შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის პროექტებს, ასრულებს მერის და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებებს და სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 8. კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის განყოფილება 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი. 2. განყოფილება უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების: ა) მართვის კოორდინაციას, მათი საქმიანობის ხელშეწყობას; ბ) საქმიანობის პერიოდულ მონიტორინგსა და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის ხელშეწყობას; ამ მიმართულებით, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; გ) საქმიანობის ანგარიშის ხელმძღვანელი პირებისათვის წარდგენას; დ) ღონისძიებების დაგეგმვის ხელშეწყობასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას. 3. განყოფილება, რეზოლუციის შესაბამისად, ასევე განიხილავს კორესპონდენციას და ამზადებს საპასუხო წერილებს; კომპეტენციის შესაბამისად, შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის პროექტებს, ასრულებს მერის და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებებს და სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 9. ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; გ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას; დ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, რეგისტრაციისა და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესს; ზ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად, სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და წარმოებას; თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვა, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით, ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვა და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულება, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვა, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმელის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას, სახდელის შეფარდებას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას; ი) საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 10. დასკვნითი დებულებები 1.დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები