დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07-2026 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016866 |
|
წინამდებარე შეთანხმების მხარეები,
ითვალისწინებენ რა აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალური კომისიის 2010 წლის 19 მაისის N66/4 რეზოლუციას „აზიაში ტრანსპორტის განვითარების შესახებ“ ბანგკოკის დეკლარაციის განხორციელების შესახებ, და ასევე ამ რეზოლუციაში მითითებულ თხოვნას მშრალი პორტების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების შემუშავების მიზნით შესაბამისი სამუშაოს ჩატარებასთან დაკავშირებით, აცნობიერებენ რა აზიაში და ასევე მეზობელ რეგიონებთან საერთაშორისო ინტეგრირებული ინტერმოდალური სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემის ხელშეწყობისა და განვითარების აუცილებლობას, ითვალისწინებენ რა ტვირთების საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობის მოსალოდნელ ზრდას, რაც გლობალიზაციის მიმდინარე პროცესის ფარგლებში საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოების შედეგია, მტკიცედ აქვთ რა გადაწყვეტილი გააძლიერონ ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების უწყვეტობა და ურთიერთკავშირი, ხელი შეუწყონ სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების ეფექტურობის ზრდას და ხარჯების შემცირებას, ასევე გააფართოონ წვდომა როგორც შიდა, ისე სანაპირო ზოლიდან დაშორებულ რაიონებთან, გამოთქვამენ რა კმაყოფილებას წარმატებული რეგიონული თანამშრომლობით, რომლის შედეგადაც ძალაში შევიდა „აზიის საავტომობილო გზების ქსელის შესახებ“ მთავრობათაშორისი შეთანხმება1 და „ტრანსაზიური სარკინიგზო ქსელის შესახებ“ მთავრობათაშორისი შეთანხმება,2 მიიჩნევენ რა, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალური კომისიის წევრებს შორის ურთიერთობათა გაძლიერებისა და საერთაშორისო ვაჭრობის წახალისების მიზნით, აუცილებელია განვითარდეს საერთაშორისო მნიშვნელობის მშრალი პორტები, რომლებიც პასუხობს საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში არსებულ მოთხოვნებს, და შემცირდეს გარემოზე ტრანსპორტის ნეგატიური ზემოქმედება, აღიარებენ რა საერთაშორისო მნიშვნელობის მშრალი პორტების განვითარებისა და ექსპლუატაციის სფეროში სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების აუცილებლობას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ინტერმოდალური ტრანსპორტის ჰარმონიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, მხედველობაში იღებენ რა საერთაშორისო მნიშვნელობის მშრალი პორტების, როგორც ეფექტური და ქმედითი საერთაშორისო ინტეგრირებული ინტერმოდალური სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტის როლს, განსაკუთრებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე, სატრანზიტო და სანაპირო სახელმწიფოების სპეციფიკურ საჭიროებათა დაკმაყოფილების თვალსაზრისით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
1 United Nations, Treaty Series, vol. 2323, No. 41607. 2 United Nations, Treaty Series, vol. 2596, No. 46171. |
|
მუხლი 1 განსაზღვრება „მშრალი პორტების შესახებ“ მთავრობათაშორისი შეთანხმების (შემდგომში „შეთანხმება“) მიზნებისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მშრალი პორტი („მშრალი პორტი“) ნიშნავს ქვეყნის ტერიტორიის შიგნით მდებარე ობიექტს, რომელიც ასრულებს ტრანსპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობასთან დაკავშირებული ლოგისტიკური ცენტრის როლს და გამიზნულია საერთაშორისო ვაჭრობის ფარგლებში გადაზიდული ტვირთის დამუშავების, შენახვის, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისა და საბაჟო კონტროლის მოქმედი პროცედურებისა და ფორმალობების შესრულებისათვის. მუხლი 2 მშრალი პორტების იდენტიფიკაცია მხარეები ამტკიცებენ მშრალი პორტების სიას, რომელიც შეტანილია შეთანხმების I დანართში და ქმნის საერთაშორისო ინტეგრირებულ ინტერმოდალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სისტემაში მნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტების კოორდინირებულად განვითარების საფუძველს. მხარეები განიზრახავენ განავითარონ აღნიშნული მშრალი პორტები თავიანთი ეროვნული პროგრამების ფარგლებში, ეროვნული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მუხლი 3 მშრალი პორტების განვითარება შეთანხმების I დანართში მითითებული მშრალი პორტები შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი მშრალი პორტების განვითარებისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო პრინციპებთან, რომლებიც წარმოდგენილია შეთანხმების II დანართში. მუხლი 4 ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და შეერთება
მუხლი 5 ძალაში შესვლა
მუხლი 6 მშრალი პორტების სამუშაო ჯგუფი
მუხლი 7 შეთანხმების ძირითად ტექსტში შესწორებების შეტანის პროცედურა
მუხლი 8 I დანართში შესწორებების შეტანის პროცედურები
მუხლი 9 II დანართში შესწორებების შეტანის პროცედურები
მუხლი 10 დათქმები დაუშვებელია რაიმე დათქმის გაკეთება შეთანხმების რომელიმე დებულებასთან დაკავშირებით, გარდა შეთანხმების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 11 შეთანხმებიდან გასვლა ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეთანხმებიდან გასვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმებიდან გასვლა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების დღიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ. მუხლი 12 მოქმედების შეჩერება შეთანხმების მოქმედება შეჩერდება, თუ მხარეთა რაოდენობა გახდება რვაზე (8) ნაკლები ნებისმიერ დროს, ზედიზედ თორმეტი (12) თვის განმავლობაში. შეთანხმების დებულებათა მოქმედება აღდგება ოცდაათი (30) დღის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც მხარეთა რაოდენობა მიაღწევს რვას (8). ამგვარ შემთხვევებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეთანხმების მხარეებს მიაწვდის შესაბამის შეტყობინებას. მუხლი 13 დავების მოგვარება
მუხლი 14 შეზღუდვები გამოყენებასთან დაკავშირებით
მუხლი 15 დანართები შეთანხმების I და II დანართები წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 16 სამდივნო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ეკონომიკურ-სოციალური კომისია ინიშნება შეთანხმების სამდივნოდ. მუხლი 17 დეპოზიტარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ინიშნება შეთანხმების დეპოზიტარად. ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვილმა მხარეებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას ერთ ეგზემპლარად, ჩინურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, სამივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
დანართი I საერთაშორისო მნიშვნელობის მშრალი პორტები
მშრალი პორტების სია ავღანეთი
სომხეთი ახურიანის ლოგისტიკური ცენტრი გიუმრის აეროპორტი კარმირ ბლური/აპავენის სატვირთო ტერმინალი ზვარტნოცის საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრი
აზერბაიჯანი
ბანგლადეში
ბუტანი
კამბოჯა
ჩინეთი
საქართველო
ინდოეთი
ინდონეზია
ირანის ისლამური რესპუბლიკა იმამ ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტი, ტეირანის პროვინცია მოტაჰარის სარკინიგზო სადგური, მაშჰადი, ხორასან რაზავის პროვინცია სალაფჩეგანის სპეციალური ეკონომიკური ზონა, ქომის პროვინცია სირჯანის სპეციალური ეკონომიკური ზონა, ქერმანის პროვინცია ინჩე ბურუნის ლოგისტიკური ცენტრი აპრინი [არვანდის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ხოზესტანის პროვინცია] [საჰლანის სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავრიზი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია] [სარახსის სპეციალური ეკონომიკური ზონა, ხორასან რაზავის პროვინცია] [შაჰიდ დასტღეიბის საერთაშორისო აეროპორტი, შირაზი, ფარსის პროვინცია] [ზაჰედანის ლოგისტიკური ცენტრი, სისტანისა და ბაკლუჩესტანის პროვინცია]
ყაზახეთი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი – Continental Logistics, ნურ-სულთანი Astyk Logistics, ნურ-სულთანი მშრალი პორტი – KTZE-Khorgos Gateway, ალმათის ოქმი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი – Continental Logistics, შიმკენტი
ყირგიზეთი
ლაოსის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა
მალაიზია
მონღოლეთი
მიანმარი
ნეპალი
პაკისტანი
ფილიპინები
კორეის რესპუბლიკა უივანის შიდა საბაჟო საწყობი, უივანი
რუსეთის ფედერაცია იანინოს ლოგისტიკური პარკი, სანკტ პეტერბურგის ოლქი მულტიმოდალური ლოგისტიკური კომპლექსი „როსტოვის უნივერსალური პორტი“, როსტოვის ოლქი სარკინიგზო პორტი „ბალტისკი“, შუშარი, სანკტ პეტერბურგი, ლენინგრადის ოლქი ლოგისტიკური ტერმინალი „კლეშჩინა“, ნოვოსიბირსკი ლოგისტიკური ტერმინალი „დოსკინო“, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი [დმიტროვსკის მულტიმოდალური ცენტრი, მოსკოვის ოლქი] ლოგისტიკური ტერმინალი „კალინინგრადი“ [ყაზანი] [მულტიმოდალური ლოგისტიკური კომპლექსი “სამხრეთ პრიმორსკის ტერმინალი”, პრიმორსკის ოლქი] [სვიაჟსკის მულტიმოდალური ლოგისტიკური ცენტრი, სარკინიგზო სადგური სვიაჟსკი, თათრეთი] [სარკინიგზო პორტი „პრიმორსკი“, უსურიისკი, პრიმორსკის ოლქი] [სარკინიგზო პორტი „ტამანსკი“ კრასნოდარის ოლქი] ლოგისტიკური ტერმინალი „ბელი რასტ“, მოსკოვის ოლქი ლოგისტიკური ტერმინალი „მშრალი პორტი“, არტიომი მულტიმოდალური საკონტეინერო-ლოგისტიკური ტერმინალი „Pacific Intermodal Container“,არტიომი [იმიერბაიკალეთი] სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი „ვორსინო“, მოსკოვისა და კალუგის რეგიონების საზღვარზე [ვოლგოგრადი] [ეკატერინბურგი] ლოგისტიკური ტერმინალი „ვოსტოჩნი“,რკინიგზის სადგური „ელექტროუგლი“, მოსკოვის ოლქი ლოგისტიკური ტერმინალი „ხოვრინო“, რკინიგზის სადგური ხოვრინო, მოსკოვი [ლოგისტიკური ტერმინალი „ბრონკა“, რკინიგზის სადგური ბრონკა, სანქტ-პეტერბურგი] [ლოგისტიკური ტერმინალი „სედელნიკოვო“, რკინიგზის სადგური სედელნიკოვო, სვერდლოვსკის ოლქი] [ლოგისტიკური ტერმინალი „ჩიკი“, რკინიგზის სადგური ჩიკი, ნოვოსიბირსკის ოლქი] [ლოგისტიკური ტერმინალი კინელის რკინიგზის სადგურზე, სამარის ოლქი] [ლოგისტიკური ტერმინალი „ტალცი“, რკინიგზის სადგური ტალცი, ბურიატეთი] ლოგისტიკური კომპლექსი „იუჟნოურალსკი“, რკინიგზის სადგური ფორმაჩევო, ჩელიაბინსკის ოლქი ლოგისტიკური ტერმინალი „კუნცევო-II“, რკინიგზის სადგური კუნცევო-II, მოსკოვი კონტეინერების ტერმინალი ბაზაიხას რკინიგზის სადგურში, კრასნოიარსკის მხარე სატვირთო ტერმინალი არტიომ-პრიმორსკის რკინიგზის სადგურში, პრიმორსკის რაიონი სატვირთო ტერმინალი პერვაია რეჩკას რკინიგზის სადგურში, ვლადივოსტოკი, პრიმორსკის რაიონი სატვირთო ტერმინალი ნახოდკას რკინიგზის სადგურთან, პრიმორსკის რაიონი სატვირთო ტერმინალი უსურიისკის რკინიგზის სადგურთან, უსურიისკი, პრიმორსკის რაიონი სატვირთო ტერმინალი აზოვის რკინიგზის სადგურთან, აზოვი, როსტოვის ოლქი სატვირთო ტერმინალი ანაპას რკინიგზის სადგურთან, ანაპა, კრასნოდარის მხარე მულტიმოდალური ცენტრი „უსადი“, მოსკოვის ოლქი [სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი „პაშკოვსკი“, კრასნოდარის მხარე] [სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი „ურალსკი“, ეკატერინბურგი]
შრი ლანკა
ტაჯიკეთი
ტაილანდი
თურქეთი
ვიეტნამი
დანართი II მშრალი პორტების განვითარებისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო პრინციპები
შეთანხმების I დანართში მოცემული მშრალი პორტების განვითარება და ექსპლუატაცია განხორციელდება ქვემოთ მოყვანილი პრინციპების შესაბამისად. მხარეები ყველა ღონეს იხმარენ, რათა უზრუნველყონ აღნიშნულ პრინციპებთან შესაბამისობა მშრალი პორტების მშენებლობის, მოდერნიზებისა და ექსპლუატაციის პროცესში.
მშრალი პორტების ძირითად ფუნქციებში შედის საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში ტრანსპორტირებული საქონლის დამუშავება, შენახვა და კანონით დადგენილი წესით შემოწმება და საბაჟო კონტროლის მოქმედი პროცედურების შესრულება. მშრალი პორტების დამატებითი ფუნქციები მოიცავს, და არა მხოლოდ, შემდეგს: (a) მიღება და გაგზავნა; (b) დაკომპლექტება და დისტრიბუცია; (c) დასაწყობება; (d) გადატვირთვა. 3. ინსტიტუციონალური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი მექანიზმები მხარეები შექმნიან ინსტიტუციონალურ, ადმინისტრაციულ და სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ მშრალი პორტების განვითარებასა და შეუფერხებელ ფუნქციონირებას, ასევე შეიმუშავებენ კანონით დადგენილი შემოწმებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების პროცედურებს შესაბამისი მხარის კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებზე დაყრდნობით. სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტებში ამ შეთანხმების I დანართში მოცემული მშრალი პორტები შესაძლებელია განისაზღვროს როგორც გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტები. მხარეები ითანამშრომლებენ შესაბამის სატრანსპორტო სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშრალი პორტების ოფიციალურად აღიარება. მშრალი პორტები უნდა იყოს სახელმწიფო ან კერძო საკუთარებაში, ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის დაქვემდებარებაში. 4. კონსტრუქცია, განლაგება და გამტარუნარიანობა მშრალი პორტების გამტარუნარიანობა და განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს კონტეინერების, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას მშრალი პორტების ფარგლებში და მათი გავლით, და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იძლეოდეს გამტარუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის სატრანსპორტო საშუალებებს გაეწია მომსახურება, ასევე მშრალი პორტის მომხმარებელთა მოთხოვნების და კონტეინერებისა და ტვირთების მოსალოდნელი მოცულობების გათვალისწინებით. 5. ინფრასტრუქტურა, აპარატურა და სიმძლავრე მშრალი პორტები აღჭურვილი იქნება ისეთი ინფრასტრუქტურით, აპარატურითა და სამუშაო ძალით, რომელიც, მხარეთა შეხედულებისამებრ, შეესაბამება ტვირთების არსებულ და მოსალოდნელ მოცულობებს, მათი კანონების, კანონქვემდებარე აქტებისა და პრაქტიკის შესაბამისად. ეს დებულება რეკომენდაციის ხასიათს ატარებს და არ გააჩნია სავალდებულო ძალა შემდეგთან მიმართებაში:
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები