დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016776 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 თებერვლის №14 დადგენილება (matsne.gov.ge, 19/02/2018, 010260020.35.153.016408). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 17 აგვისტოდან.
|
|
დანართი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მიმდინარე პროექტების მონიტორინგს, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრას და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა/გადაწყვეტას. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები.
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები სამსახური უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს; გ) წინადადებების/რეკომენდაციების მომზადებას საჭიროებიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელების ან/და მიმდინარე/დამტკიცებულ პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე; დ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; ე) კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი ატქებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან. 2.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, ხოლო განყოფილების საქმიანობას – განყოფილების ხელმძღვანელი, რომელთა უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება.
მუხლი 4. ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის განყოფილება განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ წინადადებების/რეკომედაციების მომზადებას; ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაგეგმვას; გ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვას; განცხადებაში აღნიშნული ფაქტების/პრობლემის ადგილზე შესწავლას და საჭიროებების გათვალისწინებით, პრიორიტეტების განსაზღვრას; დ) დამისამართების საკითხებზე შემოსული კორესპინდენციის განხილვას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ე) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დასკვნების მომზადებას; ვ) კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 5. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება კომპეტენციის შესაბამისად, განყოფილება: ა) მონაწილეობას იღებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვაში და ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს; გ) უზრუნველყოფს პროექტანტთან კოორდინაციას რისკებისა და ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით; გ) პროექტის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს წინადადებებს პროექტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ; დ) ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის განყოფილების მიერ მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდგომ, უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას; ე) ასრულებს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელი 1. სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა მოვალეობებს; გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) ისმენს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელების ან/და სამსახურის თანამშრომლების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების თაობაზე; ზ) მერს/ კურატორ მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; თ) მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ახორციელებს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და მერის დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. 3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
მუხლი 7. განყოფილების ხელმძღვანელი 1. განყოფილების ხელმძღვანელი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) ორგანიზებას უწევს განყოფილების საქმიანობას და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს უნაწილებს ფუნქცია- მოვალეობებს. 2. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე. 3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
მუხლი 8. დასკვნითი დებულებები 1. ამ დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით და ნებისმიერი ცვლილება/ დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები