დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1227 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280000000.22.027.017709 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ
|
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 1113 მუხლის მე-9 პუნქტის, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები
მუხლი 1 ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (შემდგომ – მოსამსახურე) სოციალური დაცვის იმ დამატებით გარანტიებს, რომლებიც „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არ არის. მუხლი 2 მოსამსახურეს სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგ გარემოებათა გამო: ა) დაქორწინება; ბ) შვილის შეძენა/ბავშვის შვილად აყვანა; გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, ნაშვილები, დედა, მამა, მშვილებელი) გარდაცვალება. მუხლი 3 1. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობის შემთხვევაში მოსამსახურე ან/და მისი უშუალო ხელმძღვანელი მოსამსახურისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის თაობაზე დასაბუთებული განცხადებით/მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს უფროსს. 2. განცხადებას/მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია (ქორწინების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი). 3. მოსამსახურეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1875 ლარის (დარიცხული) ოდენობით. მუხლი 4 ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან ან ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები