მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში და ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დაშტაფაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში და ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დაშტაფაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016017
31
13/07/2026
ვებგვერდი, 22/07/2026
000000000.00.159.016017
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში და ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დაშტაფაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 31

2026 წლის 13 ივლისი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში და ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დაშტაფაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახედების განსაზღვრის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 13 ივლისის სხდომის №08 ოქმის მე-4 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2026 წლის 10 ივლისის №32-3226191137 წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2026 წლის 24 ივნისის №77-3226175232 მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩებისა და მერიის დაქვემდებარებაში შემავალი გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამუშაო ჯგუფის 2026 წლის 10 ივნისის სხდომის №1 ოქმის საფუძველზე,

1. განხორციელდეს მარნეულის მუნციპალიტეტის ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დაშტაფაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება დანართ №1-ისა და თანდართული სიტუაციური რუკის მიხედვით.

2. განხორციელდეს ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება დანართ 2-ისა და თანდართული სიტუაციური რუკების მიხედვით.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა №113) მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თეონა ფარჯიანმა.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                          ამირან გიორგაძე

 





დანართი 1
მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი დაშტაფა

ა) სოფელ დაშტაფაში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება

შენიშვნა

მე-15 ქუჩა

შეეცვალა სახელდება I ქუჩის I ჩიხს

მე-15 ქუჩის I შესახვევი

 

მე-15 ქუჩის II შესახვევი

 

 

შენიშვნა: აღნიშნული დანართი განიხილება  სიტუაციურ ნახაზთთან ერთად.

 


 

დანართი 2

მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი დაშტაფა

ა) ქალაქ მარნეულში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება

გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება

შენიშვნა

მე-22 ქუჩა

 

მე-23 ქუჩა

 

მე-24 ქუჩა

 

მე-25 ქუჩა

 

მე-26 ქუჩა

 

 

შენიშვნა: აღნიშნული დანართი განიხილება  სიტუაციურ ნახაზებთან ერთად.