დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი _ დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე _ სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 07/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.010.044 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.027.010.044
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №66/ნ
2007 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
,,პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2003 წ., №22, მუხ. 201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დაბადების სამედიცინო ცნობა, ფორმა №103/ს-84 შეიცვალოს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობა, ფორმა №106/ს-4“ შეიცვალოს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ლ. ჭიპაშვილი


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები