დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის №388/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 07/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.010.000.22.035.010.042 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.010.042
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №69/ნ
2007 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის №388/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საექიმო სპეციალობათა ნუსხის სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 1 ნოემბრის №388/ნ ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2001 წელი, №121, მუხ. 876) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართიდან (საექიმო სეციალობათა ნუსხა) ამოღებულ იქნეს XXXIV თავის მე-2 მუხლი და XXXIX თავი.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები