დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 22 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018874 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 22 იანვრის №04/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/01/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017985) დამტკიცებულ „სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ტესტი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმისა (შემდგომ – ეროვნული სასწავლო გეგმა) და „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის (შემდგომ – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცლის ფორმა, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე;“; ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) ტესტირება – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით ცენტრის მიერ ორგანიზებული პროცესი, რომელიც მოიცავს წერით ან/და პრაქტიკულ ნაწილს;“; გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) სპეციალური მასწავლებლის გამოცდა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს ცენტრი, ამ წესის შესაბამისად.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით ტესტირება ტარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.“; ბ) მე-2 - მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები (შემდგომ – რესურსცენტრი) ვალდებულნი არიან ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ტესტირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.“. 6. მე-9 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირს სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირებაში მონაწილეობის საფასური.“; ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვის მიზნით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებული პირების შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და სტატუსი) აცნობოს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.“. 7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ტესტირება ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად. ტესტირება შესაძლოა ჩატარდეს ორი დღის განმავლობაში.“. 8. 28-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პირთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. 2. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიას უგზავნის სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგების საფუძველზე სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს სპეციალური მასწავლებლის სტატუსებს და უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც ათავსებს აღნიშნულ ინფორმაციას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 3. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტის დაგროვებას.“. 9. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები