,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 06/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.010.033
  • Word
89
26/02/2007
სსმ, 30, 06/03/2007
120.010.000.22.026.010.033
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.010.033

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №89

2007 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის                                29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინის-ტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2006წ., №176, მუხ. 2416) შეტა-ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ი“ ქვეპუნქტი:

,,ი) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა საკადრო საკითხების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.

2. დებულების მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:

,,ვ) ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სამმართველო.“.

3. დებულების მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,17. იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, უფლებამოსილებას ანიჭებს იურიდიული დეპარტამენტის სა-ჯარო მოხელეებს სასამართლო ინსტანციებში თავდაცვის სამინისტროს ინტერესების დაცვაზე.“.

4. დებულების 21-ე პუნქტის ,,ა“, ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან;

დ) სამინისტროს საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა.“.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 და 212 პუნქტები:

,,211. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

212. საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის მოადგილე.“.

6. დებულების 25-ე პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებასა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.“.

7. დებულების 25-ე პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოითხოვს ნებისმიერი სახის (მათ შორის, სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ) დოკუმენტაციას.“. 

8. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 და 252 პუნქტები:

,,251. იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებს ჰყავთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

252. იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე“.

9. დებულების 30-ე პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

10. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 პუნქტი:

,,321. ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სამმართველო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობის შემცველი დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა) მომზადება, წარმოება.

ბ) შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დოკუმენტების პროექტების მომზადება;

გ) კონკურსთან და ატესტაციასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება და ორგანიზაციული უზრუნველყოფის ხელშეწყობა.“.

11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

12. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

დ. კეზერაშვილი