,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 180, 20/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.920
  • Word
279
17/12/2007
სსმ, 180, 20/12/2007
010.240.030.10.003.000.920
,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 279

2007 წლის 17 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №97, მუხლი 1095) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 3. სანებართვო საქმიანობის სახეები

სანებართვო საქმიანობის სახეებია:

ა) ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტი (ნებართვა გაიცემა №1 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე);

ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი (ნებართვა გაიცემა №2 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე);

გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი (ნებართვა გაიცემა №3 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ ობიექტებზე).“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მიერ საქართველო აღიარებულ იქნა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების მიმართ არაკეთილსაიმედოდ, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე იკრძალება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი ტვირთის ტრანზიტი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

 დანართი N1

სეს ესნ

კოდი

დასახელება

1

2

01 ჯგუფი

ცოცხალი ცხოველები

0101

ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა

0102

მსხვილფეხა პირუტყვი

0103

ღორი

0104

ცხვარი და თხა

0105

შინაური ფრინველი ანუ GALLUS DOMESTICUS (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი

0106

სხვა ცხოველები

02 ჯგუფი

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები

0201

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული

0202

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული

0203

ხორცი ღორის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0204

ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0205

ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული

0206

კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0207

ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პო-ზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0208

სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული

0209 00

ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული, და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამა-რილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი

0210

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

05 ჯგუფიდან

 

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0502

ღორის ან ტახის ჯაგარი; მაჩვის ან სხვა თმა, საჯაგრისე ნაწარმის წარმოებისათვის გამოსაყენებელი; მათი ნარჩენები

0503 00 000 00

ძუა და მისი ნარჩენები, მათ შორის ქვესადებიანი ტილოს სახით ან მის გარეშე

0504 00 000 00

ცხოველების (თევზების გარდა) ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი

0505

ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები

0510 00 000 00

ამბრა რუხი, თახვის ყაირი, ცივეტა და მუშკი; ნაღველი, მათ შორის გამხმარი; ცხოველური წარმოშობის ჯირკვლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, ახალი, შეყინული, გაყინული ან სხვა წესით დამუშავებული ხანმოკლე შენახვისათვის

0511

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი

41 ჯგუფიდან

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი

 

4101

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტვისა ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არა სპილოკი

4102

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არა სპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1შენიშვნით გამორიცხულებისა

4103

 

სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვბებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1შენიშვნით გამორიცხულებისა

43 ჯგუფიდან

ნატურალური და ხელოვნური ბეწვი, მათი ნაწარმი

 

4301

ნედლეული ბეწვეულისა (თავების, კუდების, თათებისა და ბეწვეულის ნაწარმის დასამზადებლად გამოსადეგი სხვა ნაწილებისა და ჩამონაჭრების ჩათვლით), გარდა 4101, 4102 და 4103 სასაქონლო პოზიციების ტყავეულის ნედლეულისა და ტყავებისა

51 ჯგუფიდან

მატყლი, ცხოველების წმინდა და უხეში ბეწვი; ნართი ცხენის ძუისაგან და ქსოვილი

5101

მატყლი, კარდო- ან სავარცხლურ-საჩეჩი დამუშავების გარეშე

5102

ბეწვი ცხოველებისა, წმინდა ან უხეში, კარდო- ან სავარცხლურ-საჩეჩი დამუშავების გარეშე

95 ჯგუფიდან

სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები

9508

ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, ატრაქციონის და მოძრავი თეატრის ცხოველები

 

 დანართი N2

 

სეს ესნ

კოდი

დასახელება

1

2

01 ჯგუფი

ცოცხალი ცხოველები

0101

ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა

0102

მსხვილფეხა პირუტყვი

0103

ღორი

0104

ცხვარი და თხა

0105

შინაური ფრინველი ანუ GALLUS DOMESTICUS (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი

0106

სხვა ცხოველები

02 ჯგუფი

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები

0201

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული

0202

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული

0203

ხორცი ღორის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0204

ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0205

ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული

0206

კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0207

ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0208

სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული

0209 00

ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი

0210

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

03 ჯგუფი

 

თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები

0301

ცოცხალი თევზი

0302

თევზი, ახალი ან შეყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილეს და თევზის სხვა ხორცის გამოკლებით

0303

თევზი გაყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილესა და თევზის ხორცის გამოკლებით

0304

თევზის ფილე და თევზის სხვა ხორცი (ფარშის ჩათვლით), ახალი, შეყინული ან გაყინული

0305

თევზი, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი; თევზის ფქვილი წმინდად ან უხეშად ნაფქვავი, გრანულები, საკვებად ვარგისი

0306

კიბოსნაირნი, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; კიბოსნაირნი, გამოუშიგნავი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, შეყინული ან გაუყინავი, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; თევზის ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები კიბოსნაირებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი

0307

მოლუსკები, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, ცოცხალი, ახალი, შეყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი

04 ჯგუფი

რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0401

რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის ან სხვა დამატკბობელი

ნივთიერებების დამატების გარეშე

0403 10

იოგურტი

0405 10

ნაღების კარაქი

0406

ყველი და ხაჭო

0407 00

ფრინველის კვერცხი, ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული

0408

ფრინველის კვერცხი, უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, ფორმირებული, გაყინული ან სხვა სახით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

0409 00 000 00

ნატურალური თაფლი

05 ჯგუფიდან

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0502

ღორის ან ტახის ჯაგარი; მაჩვის ან სხვა თმა, საჯაგრისე ნაწარმის წარმოებისათვის გამოსაყენებელი; მათი ნარჩენები

0503 00 000 00

ძუა და მისი ნარჩენები, მათ შორის ქვესადებიანი ტილოს სახით ან მის გარეშე

0504 00 000 00

ცხოველების (თევზების გარდა) ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი

0505

ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები

0510 00 000 00

ამბრა, რუხი, თახვის ყაირი, ცივეტა და მუშკი; ცოფის ბუზი, ნაღველი, მათ შორის გამხმარი; ცხოველური წარმოშობის ჯირკვლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, ახალი, შეყინული, გაყინული ან სხვა წესით დამუშავებული ხანმოკლე შენახვისათვის

0511

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი

10 ჯგუფი

პურეული მარცვლოვნები

1001

ხორბალი და მესლინი (საფურაჟე)

1002 00 000 00

ჭვავი (საფურაჟე)

1003 00

ქერი (საფურაჟე)

1004 00 000 00

შვრია (საფურაჟე)

1005

სიმინდი (საფურაჟე)

1006

ბრინჯი (საფურაჟე)

1007 00

სორგო მარცვლოვანი (საფურაჟე)

1008

წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; სხვა მარცვლეული (საფურაჟე)

12 ჯგუფიდან

ზეთოვანი მცენარეების თესლი და ნაყოფი; სხვა თესლი, ნაყოფი და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი

 

1213 00 000 00

ჩალა და ბზე მარცვლეულისა, დაუმუშავებელი, დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი, გალეწილი ან გაულეწავი, დაპრესილი ან გრანულების ფორმით

 

1214

თალგამურა, ჭარხალი საფოთლე (მანგოლდი), პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, თივა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, პირუტყვის საკვები კომბოსტო, ხანჭკოლა, ცერცველა და ანალოგიური საკვები პროდუქტები, გრანულირებული ან არაგრანულირებული

16 ჯგუფი

მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან ზღვის სხვა უხერხემლოებისაგან

1601 00

ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; კვების მზა პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე

1602

მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან, სხვა

1604

თევზი, მზა ან დაკონსერვებული; ხიზილალა ზუთხის-ნაირებისა (შავი ხიზილალა) და ხიზალალის შემცვლელები, დამზადებული სხვა თევზის ქვირითის მარცვლებისაგან

23 ჯგუფიდან

კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები; მზა საკვები ცხოველებისათვის

2301

ფქვილი, წმინდად და უხეშად დაფქული და გრანულები ხორცის ან ხორცის სუპროდუქტებისაგან, თევზის ან კიბოსნაირებისგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისგან, საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი; ხოხოზიკები

2302

ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვანების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით დამუშავების შედაგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული

30 ჯგუფიდან

ფარმაცევტული პროდუქცია

3002

სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები (ანტიშრატები) და სისხლის სხვა ფრაქციები და მოდიფიცირებული იმუნოლოგიური პროდუქტები, მათ შორის მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუვრების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები (3002 10 950, 3002 20 000 და 3002 90 100 ქვესუბპოზიციის საქონლის გარდა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი)

41 ჯგუფიდან

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი

4101

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტვისა ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგა-მენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი

4102

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არა- სპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1შენიშვნით გამორიცხულებისა

4103

სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვბებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არა სპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1შენიშვნით გამორიცხულებისა

43 ჯგუფიდან

ნატურალური და ხელოვნური ბეწვი, მათი ნაწარმი

4301

ნედლეული ბეწვეულისა (თავების, კუდების, თათებისა და ბეწვეულის ნაწარმის დასამზადებლად გამოსადეგი სხვა ნაწილებისა და ჩამონაჭრების ჩათვლით), გარდა 4101, 4102 და 4103 სასაქონლო პოზიციების ტყავეულის ნედლეულისა და ტყავებისა

51 ჯგუფიდან

მატყლი, ცხოველების წმინდა და უხეში ბეწვი; ნართი ცხენის ძუისაგან და ქსოვილი

5101

მატყლი, კარდო- ან სავარცხლურ-საჩეჩი დამუშავების გარეშე

5102

ბეწვი ცხოველებისა, წმინდა ან უხეში, კარდო- ან სავარცხლურ-საჩეჩი დამუშავების გარეშე

95 ჯგუფიდან

სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები

9508

ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, ატრაქციონის და მოძრავი თეატრის ცხოველები

 დანართი N3

 

 სეს ესნ კოდი

დასახელება

 

 

1

2

ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარის სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი

0601

ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციის ან ყვავილობის მდგომარეობაში; ვარდკაჭაჭას მცენარეები და ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა

0602

დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი

ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები

0701

კარტოფილი, ახალი

0703

ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

0713

პარკოსანი ბოსტნეული, ხმელი, დაჩურჩული, სათესლე, ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი

0714

მანიჰოტი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად

ჯგუფი 08. საჭმელი ხილი და კაკალი. ციტრუსოვანებისა ან ნესვების კულტურების ქერქი და კანი

0801

კაკალი ქოქოსის, ბრაზილიური და კეშიუ, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე

0802

კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე

0803 00

ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი

0804

ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი ანუ გარცინია, ახალი ან ხმელი

0805

ციტრუსები, ახალი ან ხმელი

0806

ყურძენი, ახალი ან ხმელი

0807

ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი

0808

ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი

ჯგუფი 09. ყავა, ჩაი, მატე, ანუ პარაგვაის ჩაი და სანელებლები

0901-დან

ყავა მოუხალავი, ყავის ჩენჩო და ყავის მარცვლის გარსი

ჯგუფი 10. მარცვლოვანები

1001

ხორბალი და მესლინი

1002 00 000 00

ჭვავი

1003 00

ქერი

1004 00 000 00

შვრია

1005

სიმინდი

1007 00

სორგო მარცვლოვანი

1008

წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; დანარჩენი მარცვლეული

ჯგუფი 11. ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა.

1107

ალაო მოუხალავი

ჯგუფი 12. ზეთოვანი თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები; ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი

1201 00

სოიის მარცვალი, დაუმსხვრეველი

1204 00

თესლი სელისა, დაუმსხვრეველი

1205

თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დაუმსხვრეველი

1206 00

თესლი მზესუმზირასა, დაუმსხვრეველი

1207

თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დაუმსხვრეველი

1209

თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად

ჯგუფი 18. კაკაო და პროდუქტები მისგან

1801 00 000 00

კაკაოს მარცვალი, მთელი, ნედლი

ჯგუფი 44. მერქანი და მისი ნაწარმი; ხის ნახშირი

4401

ნაფოტი ან ბურბუშელა; ნახერხი და ხის ნარჩენები

4403

ხე-ტყის მასალა, დაუმუშავებელი, ქერქიანი ან უქერქო, ან ნაქურთვნი ან ტლანქად დაძელვილი ან დაძელვის გარეშე (44 10-ის გარდა)

4404

მერქანი საკასრე; მორები დაპობილი; ხის ხიმინჯები და სარები და ბოძები, წაწვეტებული, მაგრამ სიგრძივ დაუხერხავი; ხე-ტყის მასალა ტლანქად გათლილი, მაგრამ გაუჩარხავი, გაუღუნავი ან სხვა წესით დაუმუშავებელი, გამოსაყენებელი ხელჯოხების, ქოლგების, ინსტრუმენტების სახელურების ან ანალოგიური ნაწარმის დასამზადებლად; მერქანი ქერქგაცლილი და ანალოგიური

4406 10 000 00

ხის შპალები რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის, გაუჟღენთავი

4407

ხე-ტყის მასალა გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად დაპობილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე, შეერთების მქონე ან არმქონე, სისქით 6 მმ-ზე მეტი

კოდის გარეშე

ნიადაგი ნებისმიერი სახით

კოდის გარეშე

ცოცხალი მწერები სამეცნიერო მიზნებისათვის

კოდის გარეშე

ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების ციცხალი კულტურები, ცოცხალი ტკიპები და ნემატოდები სამეცნიერო მიზნებისათვის