,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 25 ნოემბრის №2151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 25 ნოემბრის №2151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 01/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.010.031
  • Word
56
28/02/2007
სსმ, 27, 01/03/2007
040.030.000.22.027.010.031
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 25 ნოემბრის №2151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.010.031

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 56

2007 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 25 ნოემბრის №2151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 25 ნოემბრის №2151 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №137, მუხ. 1517) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულების საფუძველზე;“;

ბ) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სასწავლო ცენტრის იურიდიული მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, რუსთავის გზატკეცილის მე-17 კილომეტრი.“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სასწავლო ცენტრის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის ხელშეწყობა და აღნიშნულ სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.“;

დ) მე-3 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,ი“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა)   სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთათვის შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება;

ბ) სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

გ) სასაწავლო პროგრამების მონაწილეთა ტესტირება;

ი) თანამშრომლობა სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტებთან მათდამი დაქვემდებარებული პერსონალის მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამების ორგანიზების მიზნით.“;

ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს სასწავლო ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“;

ვ) მე-5 მუხლის ,,ი“, ,,კ“, ,,მ“ და ,,ჟ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი)  ამტკიცებს მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო პროგრამებს, მათი ჩატარების განრიგს;

კ) გასცემს შესაბამისი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს წარმატებით ტესტირებაგავლილ პირებზე;

მ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლო ცენტრის საშტატო განრიგს;

ჟ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სასწავლო ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე