დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.166.016658 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 27/12/2017, 010260020.35.166.016357) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; დ) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება; ე) შესყიდვების განყოფილება;“. 2. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან. მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მათ შორის: ადმინისტრაციული შენობის, შენობაში არსებული მოძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალებების მოვლისა და დაცვის, კომუნიკაციების, განათების, გათბობისა და სხვა სისტემების მოვლა-პატრონობის, სისუფთავისა და სანიტარიული მდგომარეობის დაცვით ღონისძიებების განხორციელება, შეხვედრებისა და თათბირების ტექნიკური უზრუნველყოფა, მერიის აუცილებელი ნივთებით, სამშენებლო, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი ინვენტარით მომარაგების უზრუნველყოფა, კომპიუტერული ტექნიკის მოვლა-პატრონობა, საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების გამართულად მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების საკითხების ორგანიზება, მერიის შენობაში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“. 3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე – 39-ე პუნქტები: „30. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადებას. 31. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენასა და კორექტირებას. 32. წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას დადგენილი ვადების შესაბამისად. 33. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას. 34. დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებას და განხორციელებას. 35. მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების კანონით განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების განხორციელებას, მათ შორის: სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევას, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას და ა.შ. 36. შესყიდვების გამხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერას, შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობას. 37. ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალების ორგანიზებას, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადებას. 38. ანალიტიკური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულებას დამტკიცებული შესყიდვების გეგმების საფუძველზე. ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. 39. ტენდერებისა და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოებას.“. 4. 51 მუხლი ამოღებულ იქნეს; 5. დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი: „მუხლი 8. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადება. 2. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება. 3. წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა დადგენილი ვადების შესაბამისად. 4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება. 5. დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადება და განხორციელება. 6. მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების კანონით განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის: სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა და ა.შ. 7. შესყიდვების გამხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა, შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობა. 8. ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალების ორგანიზება, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადება. 9. ანალიტიკური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულება დამტკიცებული შესყიდვების გეგმების საფუძველზე. ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება. 10. ტენდერებისა და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება. 11. მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები