დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.166.016655 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 24/11/2017, 010260020.35.166.016331) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერიის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ა. ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ა.ბ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება; ა.გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ა.დ) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება; ა.ე) შესყიდვების განყოფილება; ბ) შიდა აუდიტის სამსახური. გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური, რომელსაც აქვს ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილება; დ) ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: დ.ა) ქონების მართვის, სახელმწიფო პროექტებისა და ეკონომიკის განყოფილება; დ.ბ) საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილება; ე) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ე.ა) ბიუჯეტის დაგეგმარებისა და სახაზინო განყოფილება; ე.ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება. ვ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ვ.ა) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ვ.ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; ზ) იურიდიული სამსახური; თ) ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: თ.ა) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება; თ.ბ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება. ი) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ი.ა) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება; ი.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება.“. 2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვის, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის და მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, აგრეთვე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.“. 3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა და ტურიზმის განვითარება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები