დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ემბლემის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 170 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 15/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.63.075.016228 |
170
15/07/2026
ვებგვერდი, 16/07/2026
010020000.63.075.016228
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ემბლემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ემბლემის დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლების, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 31 და 32 პუნქტების, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ემბლემა, დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მისი მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ, კომპეტენციის ფარგლებში, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ახალი ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნული ღონისძიებების სრულად განხორციელებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2026 წლის 24 მარტის №69 ბრძანებით გათვალისწინებული გერბის გამოსახულებით შექმნილი დოკუმენტური და მატერიალური საშუალებები (ბლანკი, შტამპი და სხვა), რომლებიც საჭიროა მისი შეუფერხებელი საქმიანობისათვის.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები