დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კვების კმაყოფაზე აყვანისა და მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.22.026.017491 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კვების კმაყოფაზე აყვანისა და მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 აპრილის №21 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/04/2026, სარეგისტრაციო კოდი: 120000000 22.026.017455) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო განყოფილებაში მოთავსებული პირი, მოთავსების დღიდან. აგრეთვე, აღნიშნულ განყოფილებაში მოთავსების გარეშე წარგზავნილი პირი, თუ მისი განყოფილებაში ყოფნა ემთხვევა კვებისთვის დადგენილ დღის განრიგს;“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) სამსახურის (მათ შორის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების, აგრეთვე მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო განყოფილების) თვითნებურად დატოვების ან სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები