საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 ივნისის №3 ბრძანებით დამტკიცებული ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 ივნისის №3 ბრძანებით დამტკიცებული ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 14/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240040.45.050.016016
15
14/07/2026
ვებგვერდი, 15/07/2026
010240040.45.050.016016
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 ივნისის №3 ბრძანებით დამტკიცებული ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
 

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №15

2026 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 ივნისის № 3 ბრძანებით დამტკიცებული ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 73-ე მუხლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 ივნისის  №3 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულების“ მე-6  მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 ივნისის №3 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ფოთის მომსახურების ცენტრი;

ბ) თელავის მომსახურების ცენტრი.“

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 4 ივნისის №3 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის დებულების“  სხვა მუხლები და პუნქტები დარჩეს უცვლელი.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს გენერალური დირექტორიდავით ტყემალაძე