,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქურთის რაიონის შს განყოფილებისა და ერედვის რაიონის შს განყოფილების სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის თანამდებობრივ განაკვეთზე სპეციალური ყოველთვიური დანამატის დაწესების თაობაზე“ 2006 წლის 20 თებერვლის №216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 295
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 02/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.010.026
  • Word
295
23/02/2007
სსმ, 28, 02/03/2007
010.320.010.22.034.010.026
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქურთის რაიონის შს განყოფილებისა და ერედვის რაიონის შს განყოფილების სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის თანამდებობრივ განაკვეთზე სპეციალური ყოველთვიური დანამატის დაწესების თაობაზე“ 2006 წლის 20 თებერვლის №216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქურთის რაიონის შს განყოფილებისა და ერედვის რაიონის შს განყოფილების სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის თანამდებობრივ განაკვეთზე სპეციალური ყოველთვიური დანამატის დაწესების თაობაზე“ 2006 წლის 20 თებერვლის №216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.010.026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №295

2007 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქურთის რაიონის შს განყოფილებისა და ერედვის რაიონის შს განყოფილების სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის თანამდებობრივ განაკვეთზე სპეციალური ყოველთვიური დანამატის დაწესების თაობაზე“ 2006 წლის 20 თებერვლის №216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ქურთის რაიონის შს განყოფილებისა და ერედვის რაიონის შს განყოფილების სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის თანამდებობრივ განაკვეთზე სპეციალური ყოველთვიური დანამატის დაწესების თაობაზე” 2006 წლის 20 თებერვლის №216 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №27, მუხ. 331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური, პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქურთისა და ერედვის რაიონული განყოფილებების სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის თანამდებობრივ განაკვეთზე სპეციალური ყოველთვიური დანამატის დაწესების თაობაზე“;

ბ) ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-13 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქურთისა და ერედვის რაიონული განყოფილებების მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:“;

გ) ,,1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქურთისა და ერედვის რაიონული განყოფილებების სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით და სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამდებობრივ სარგოზე დაუწესდეთ ყოველთვიური სპეციალური დანამატი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 30%-ის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით სამინისტროსათვის შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან.

ი. მერაბიშვილი