დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/361 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 01/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.024.010.023 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.010.023
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/361
2007 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №1-1/101 ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) (სსმ III, 2005 წ., №16, მუხ. 161) შევიდეს დამატება და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სახელმწიფო სტატისტიკის ფოთის სამმართველო – ქალაქ ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხის, მესტიის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 2007 წლის 5 მარტიდან.
გ. არველაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები