დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 278 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 17/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 180, 20/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.10.003.000.919 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №278
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე:
ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 45;
გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;
სიმკვრივე 150 C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;
ბ) 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:
ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;
გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 350 მგ/კგ;
სიმკვრივე 150 C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;
გ) 2010 წლის 1 იანვრიდან:
ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 51;
გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 50 მგ/კგ;
სიმკვრივე 150 C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11 პროცენტი;“.
2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2009 წლის 1 იანვრამდე დიზელის ხარისხის ანალიზის მეთოდები გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით. 2009 წლის 1 იანვრიდან – საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დოკუმენტის კომენტარები