გადაწყვეტილება N C-24/DEC.5 - ცვლილებები ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1 ცხრილში

გადაწყვეტილება N C-24/DEC.5 - ცვლილებები ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1 ცხრილში
დოკუმენტის ნომერი N C-24/DEC.5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 07/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016860
N C-24/DEC.5
27/11/2019
ვებგვერდი, 09/07/2026
480610000.03.030.016860
გადაწყვეტილება N C-24/DEC.5 - ცვლილებები ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1 ცხრილში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

გადაწყვეტილება N C-24/DEC.5 ცვლილებები ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1 ცხრილში

წევრ სახელმწიფოთა კონფერენცია,

ადასტურებს რა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) წამყვან როლს გლობალური ქიმიური განიარაღების პროცესში და ხაზს უსვამს ქიმიური იარაღის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) ქიმიური ნივთიერებების დანართის ცხრილების განახლების მნიშვნელობას, კონვენციის წინაშე არსებულ რისკებსა და საფრთხეებზე სათანადო რეაგირებისათვის;

იხსენებს რა კონვენციის XV მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილ ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართში ცვლილებების შეტანის პროცედურას;

ასევე იხსენებს რა კონვენციის ქიმიური ნივთიერებების ცხრილების სახელმძღვანელო პრინციპებს, მოცემულს ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის „A“ ნაწილში, კერძოდ კი სახელმძღვანელო პრინციპებს 1 ცხრილისთვის იმ კრიტერიუმებთან მიმართებით, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს 1 ცხრილში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების ან რეაგენტის შეტანის განხილვისას;

აღნიშნავს რა რუსეთის ფედერაციის მიერ 2018 წლის 29 ნოემბერს კონვენციის XV მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად გენერალური დირექტორისთვის წარდგენილ წინადადებებს, რომელიც ითვალისწინებს ქიმიური ნივთიერებების დანართის 1 ცხრილში ცვლილებების შეტანას (S/1697/2018, თარიღი: 2018 წლის 7 დეკემბერი და Corr.1, თარიღი: 2019 წლის 21 იანვარი);

შეისწავლა რა წინადადებების თაობაზე გენერალური მდივნის შეფასება (EC-M-63/DG.1, თარიღი: 2019 წლის 29 იანვარი; Corr.1, თარიღი: 2019 წლის 29 იანვარი და Corr.2, თარიღი: 2019 წლის 1 თებერვალი);

აგრეთვე იხსენებს რა, რომ კონვენციის XV მუხლის მე-5 პუნქტის „c“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელმა საბჭომ (შემდგომში „საბჭო“) წინადადებები შეისწავლა 2019 წლის 25 თებერვალს გამართულ მის სამოცდამესამე სხდომაზე, ხოლო ამ სხდომის შედეგები ყველა წევრ სახელმწიფოს ეცნობა ტექნიკური სამდივნოს (შემდგომში — „სამდივნო“) მიერ 2019 წლის 26 თებერვლით დათარიღებული ვერბალური ნოტით (NV/ODG/PMO/218393/19) და ასევე აღნიშნავს რა, რომ წევრმა სახელმწიფომ, კონვენციის XV მუხლის მე-5 პუნქტის „d“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ვერბალური ნოტის შინაარსთან დაკავშირებით გამოთქვა პროტესტი მისი მიღებიდან 90 დღის ვადაში; და

ითვალისწინებს რა რუსეთის ფედერაციას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადასა და ნიდერლანდებს შორის, სამდივნოს მონაწილეობით გამართულ კონსულტაციებს (S/1758/2019, თარიღი: 2019 წლის 3 ივნისი; S/1785/2019, თარიღი: 2019 წლის 16 აგვისტო და S/1789/2019, თარიღი: 2019 წლის 26 აგვისტო), აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიერ 2019 წლის 24 სექტემბერს გენერალური დირექტორისთვის წარდგენილ შესწორებულ წინადადებას კონვენციის ქიმიური ნივთიერებების დანართის 1 ცხრილში ცვლილებების შეტანის შესახებ (S/1796/2019), რომელიც ითვალისწინებს როგორც გენერალური დირექტორის შეფასებას თავდაპირველ წინადადებებთან დაკავშირებით, ისე საბჭოს მიერ ამ წინადადებების განხილვის შედეგებს.

წინამდებარეთი:

იღებს გადაწყვეტილებას კონვენციის XV მუხლის მე-5 პუნქტის „e“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარდგენილი და თანდართული წინადადება კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების დამატების თაობაზე აკმაყოფილებს კონვენციის XV მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, ასევე ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის „A“ ნაწილში მოცემული 1 ცხრილისთვის სახელმძღვანელო პრინციპებით დადგენილ კრიტერიუმებს და აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს წინადადება.

დანართი:

რუსეთის ფედერაცია: წინადადება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1 ცხრილში ცვლილებების თაობაზე

 

დანართი

რუსეთის ფედერაცია

 

წინადადება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის

1 ცხრილში ცვლილებების თაობაზე

 

1. O-ალკილ-N-ფტორფოსფორილამიდინებ

O-ალკილ (Me, Et)-(1-(ალკილ(Me, Et)ალკილ(Me, Et)ამინო)ეთილიდენი) ფოსფორამიდოფლუორიდატები

მაგალითად: მეთილ-(1-(დიეთილამინო)ეთილიდენ)ფოსფორამიდოფლუორიდატი

(CAS-ის ნომერი არ არის)

ეთილ (1-(დიეთილამინო)ეთილიდენ)ფოსფორამიდოფლუორიდატი

(CAS-ის ნომერი არ არის)

2. მეთილ-(1-(დიეთილამინო)ეთილიდენ)ფოსფორამიდოფლუორიდატი

(CAS-ის ნომერი არ არის)

3. მეთილ-(ბის(დიეთილამინო)მეთილენ)ფოსფორამიდოფლუორიდატი

(CAS-ის ნომერი არ არის)

4. კარბამატები (დიმეთილკარბამოილოქსიპირიდინების მეოთხეული და ბისკვატერნარული ნაერთები)

4. დიმეთილკარბამოილოქსიპირიდინების მეოთხეული ნაერთები:

1-[N,N-დიალკილ(≤C10)-N-(n-(ჰიდროქსილ, ციანო, აცეტოქსი)ალკილ(≤C10)) ამონიო]-n-[N-(3- დიმეთილკარბამოქსი-α-პიკოლინილ)-N,N-დიალკილ(≤C10) ამონიო]დეკან დიბრომიდი (n=1-8) მაგალითად: 1-[N,N-დიმეთილ-N-(2-ჰიდროქსი)ეთილამონიო]-10-[N-(3-დიმეთილკარბამოქსი-α-პიკოლინილ)-N,N-დიმეთილამონიო]დეკან დიბრომიდი

(CAS-ის ნომერი 77104-62-2)

4. დიმეთილკარბამოილოქსიპირიდინების ბისკვატერნარები:

1,n-ბის[N-(3-დიმეთილკარბამოქსი-α-პიკოლილ)-N,N-დიალკილ(≤C10) ამონიო]-ალკან-(2,(n-1)-დიონ) დიბრომიდი (n=2-12)

მაგალითად:

1,10-ბის[N-(3-დიმეთილკარბამოქსი-α-პიკოლილ)-N-ეთილ-N მეთილამონიო]დეკან-2,9-დიონის დიბრომიდი

(CAS-ის ნომერი 77104-00-8)


.