დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გადაწყვეტილება N C-24/DEC.4 - ტექნიკური ცვლილება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | N C-24/DEC.4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016859 |
|
გადაწყვეტილება N C-24/DEC.4 ტექნიკური ცვლილება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში
|
წევრ სახელმწიფოთა კონფერენცია,
აღნიშნავს რა ქიმიური იარაღის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1 ცხრილში ცვლილების თაობაზე წინადადებას, გენერალური დირექტორისათვის ერთობლივად წარდგენილს 2018 წლის 25 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ნიდერლანდების მიერ, კონვენციის XV მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად (S/1682/2018, თარიღი: 2018 წლის 25 ოქტომბერი); იხსენებს რა კონვენციის XV მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილ ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართში ცვლილებების შეტანის პროცედურას; ასევე აღნიშნავს რა, რომ კონვენციის XV მუხლის მე-5 პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეთავაზებული ცვლილების ტექსტი გენერალური დირექტორის მიერ დაუყოვნებლივ მიეწოდა ყველა წევრ სახელმწიფოს, აღმასრულებელ საბჭოსა (შემდგომში „საბჭო“) და დეპოზიტარს, და რომ იმავე მუხლის მე-5 პუნქტის „b“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინადადების თაობაზე გენერალური დირექტორის შეფასება მიეწოდა ყველა წევრ სახელმწიფოსა და საბჭოს (EC-M-62/DG.1, თარიღი: 2018 წლის 14 დეკემბერი); ასევე იხსენებს რა კონვენციის ქიმიური ნივთიერებების ცხრილების სახელმძღვანელო პრინციპებს, მოცემულს ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის „A“ ნაწილში, კერძოდ კი სახელმძღვანელო პრინციპებს 1 ცხრილისთვის იმ კრიტერიუმებთან მიმართებით, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს 1 ცხრილში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების ან რეაგენტის შეტანის განხილვისას; ამტკიცებს რა ქიმიური ნივთიერებების ცხრილების საჭიროებისამებრ გადახედვისა და განახლების მნიშვნელობას ახალ საფრთხეებზე რეაგირებისთვის, კონვენციის სიცოცხლისუნარიანობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით; აგრეთვე იხსენებს რა, რომ ტექნიკური სამდივნოს მიერ განხორციელებული ტექნიკური დახმარების ვიზიტების ანალიტიკურმა შედეგებმა დაადასტურა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების იდენტობა (S/1612/2018, თარიღი: 2018 წლის 12 აპრილი და S/1671/2018, თარიღი: 2018 წლის 4 სექტემბერი), რომელიც ცხრილიდან ამოღებულ იქნა და რომელიც გამოყენებულ იქნა ინციდენტისას სოლსბერიში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 2018 წლის 4 მარტს, ხოლო მეორე გამოვლენით ქ. ემსბერიში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 2018 წლის 30 ივნისს, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა; იხსენებს რა, რომ კონვენციის XV მუხლის მე-5 პუნქტის „c“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელმა საბჭომ შეისწავლა წინადადება და ყველა წევრ სახელმწიფოს ამ წინადადების (EC-M-62/DEC.1*, თარიღი: 2019 წლის 14 იანვარი) დამტკიცების რეკომენდაცია მისცა, და ასევე იხსენებს რა, რომ წევრმა სახელმწიფომ გამოთქვა პროტესტი ამ რეკომენდაციის მიღებიდან 90 დღის ვადაში; შეისწავლა რა წინადადება მისთვის ხელმისაწვდომი ყველანაირი ინფორმაციის მხრივ, წინადადების თაობაზე გენერალური მდივნის შეფასების (EC-M-62/DG.1) ჩათვლით; წინამდებარეთი: იღებს გადაწყვეტილებას კონვენციის XV მუხლის მე-5 პუნქტის „e“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ნიდერლანდების მიერ ერთობლივად წარდგენილი და თანდართული წინადადება კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1(A) ცხრილში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების ორი ოჯახის დამატების თაობაზე აკმაყოფილებს კონვენციის XV მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, ასევე ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის „A“ ნაწილში მოცემული 1 ცხრილისთვის სახელმძღვანელო პრინციპებით დადგენილ კრიტერიუმებს და აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს წინადადება.
დანართი
ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ნიდერლანდები
წინადადება ქიმიური იარაღის კონვენციის ქიმიური ნივთიერებების შესახებ დანართის 1 ცხრილში დამატებების თაობაზე
Р-ალკილის (H ან ≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით) N-(1-(დიალკილის (≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით)ამინო))ალკილიდენლის (H ან ≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით) ფოსფონამიდური ფტორიდები და შესაბამისი ალკილირებული ან პროტონირებული მარილები
მაგალითად: N-(1-(დი-n-დეცილამინო)-n-დეცილიდენ)-P-დეცილფოსფონამიდური ფტორიდი
CAS-ის რაიმე ცნობილი ნომერი არ არის
O-ალკილის (H ან ≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით) N-(1-(დიალკილის (≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით)ამინო))ალკილიდენლის (H ან ≤C10, ციკლოალკილის ჩათვლით) ფოსფორამიდოფლუორიდატები და შესაბამისი ალკილირებული ან პროტონირებული მარილები მაგალითად: O-n-დეცილ N-(1-(დი-n-დეცილამინო)-n-დეცილიდენ) ფოსფორამიდოფლუორიდატი
CAS-ის რაიმე ცნობილი ნომერი არ არის |
. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები