ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.162.016732
27
08/07/2026
ვებგვერდი, 10/07/2026
010250040.35.162.016732
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №27

2026 წლის 8 ივლისი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 აპრილის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/04/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.162.016569).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 13 აგვისტოდან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი



დანართი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის განათლების, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტატუსი

1. განათლების, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ახმეტის მუნიციპალიტეტის  ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსის და სხვა საჯარო მოხელეებისგან.

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კულტურის, სკოლამდელი განათლების, სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;

დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;

ე) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;

ვ) სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და წლიური გეგმის შემუშავებას, სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით მასობრივი სპორტის ხელშეწყობას, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას;

ზ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;

თ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას;

ი) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას და წინადადებების შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

კ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები

ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია:

ა)ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება;

ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა და წინადადებების შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

გ) ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია;

დ) ახალგაზრდობისათვის ხელშეწყობა მათი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში;

ე) ახალგაზრდების ინფორმირებულობის ამაღლება, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, მათი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და თავისუფალი დროის ეფექტიანი ორგანიზების მიზნით ტრენინგების, სემინარების, დისკუსიებისა და სხვა ახალგაზრდული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 5. სამსახურის უფროსი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს სამსახურზე ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებასა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს მისი უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა შორის;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

ვ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ზ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

თ) დადგენილი წესის მიხედვით, იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ი) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებზე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;

კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

5. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 6. განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.  განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების საქმისწარმოებას;

თ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; დადგენილი წესით აფასებს მოხელეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა კარიერული განვითარების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.

მუხლი 7. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეები

1. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეები მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე ინიშნებიან ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე, აგრეთვე მოხელის გადაყვანის და მობილობის შემთხვევებში.

2. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა სტატუსი, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობები, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები, აგრეთვე სხვა სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამ დებულებით, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით.