ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016731
26
08/07/2026
ვებგვერდი, 09/07/2026
010250050.35.162.016731
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №26

2026 წლის 8 ივლისი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 აპრილის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/04/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016568).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 13 აგვისტოდან.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი




დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება

 

მუხლი 1. მერიის ეკონომიკის სამსახურის სტატუსი

1.  მერიის ეკონომიკის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობისა და გამოყენების მონიტორინგს,  აღნიშნული პირობების შესრულების მონიტორინგს და სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს  საქართველოს კანონმდებლობის და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

 

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსის და სხვა საჯარო მოხელეებისგან.

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია ქონების მართვის განყოფილება.

 

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის საკითხებზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინვესტიციო პორტფელის შექმნა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში კატალოგის, გზამკვლევის ან სხვა დამხმარე პუბლიკაციების შექმნა) და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინვესტიციო განვითარების შესაძლებლობების ანალიზი.

ე)საჭირო  დოკუმენტაციის  მომზადებას  საინვესტიციო  პროექტების   შესადგენად; კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ  ორგანიზაციებთან  ურთიერთობების  წარმართვას;  მუნიციპალიტეტის   მონაწილეობით  საინვესტიციო  პროექტების  განხორციელების  ზედამხედველობას;

ვ) საგრანტო კონკურსებში მუნიციპალიტეტის მონაწილეობას, საგრანტო წინადადებების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;

ზ) ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, დაინტერესებულ პირთათვის გაცნობას;

თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას, მონაცემთა ბაზის შექმნას;

ი) წინადადებების, დასკვნების, დოკუმენტაციის და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

კ) მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე მონიტორინგის განხორციელებას;

ლ) მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე მონიტორინგის და კონტროლის განხორციელებას;

მ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას მერის შესაბამისი დავალების საფუძველზე; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების აღრიცხვას;

ნ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ღონისძიებების განხორციელებას;

ო) სარგებლობის უფლებით გადაცემული და პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;

პ) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 4. ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები

ქონების მართვის განყოფილების ფუნქციებია:

ა)  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოების წილების, აქციებისა და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;

ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

დ) წინადადებებისა მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

ე) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

ვ) მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე ზედამხედველობა;

ზ) ახმეტის მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება მერის შესაბამისი დავალების საფუძველზე;

თ) მოიჯარეთა მიერ მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით დადებული საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლი (პირობების შესრულება, საიჯარო ქირის გადახდა);

ი)სრული მონიტორინგის განხორციელება მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე კონტროლის განხორციელება, რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ ადგილობრივი მოსაკრებელი „ადგილობრივი მოსაკრებლის  შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

მუხლი 5. სამსახურის უფროსი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა)ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს სამსახურზე ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებასა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს მისი უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა შორის;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

ვ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ზ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

თ) დადგენილი წესის მიხედვით, იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ი) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებზე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;

კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

5. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

მუხლი 6. განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.  განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების საქმისწარმოებას;

თ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; დადგენილი წესით აფასებს მოხელეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა კარიერული განვითარების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.

 

მუხლი 7. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეები

1. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეები მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე ინიშნებიან ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე, აგრეთვე მოხელის გადაყვანის და მობილობის შემთხვევებში.

2. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა სტატუსი, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობები, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები, აგრეთვე სხვა სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამ დებულებით, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით.