ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016730
25
08/07/2026
ვებგვერდი, 09/07/2026
010250020.35.162.016730
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №25

2026 წლის 8 ივლისი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N10 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016429).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 13 აგვისტოდან.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი




დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება

 

მუხლი 1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტატუსი

1. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტურ გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1.  სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების - განყოფილებების უფროსების და სხვა საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.

 

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;

ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

გ) მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების შემუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების განსასაზღვრად;

ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

ვ) მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებასა და ამ მიმართულებით წინადადება-რეკომენდაციების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

თ) მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ი) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ წინადადებებსა და შენიშვნებზე;

კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;

ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

მ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

ნ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ-ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ო) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

პ) ადგილობრივი მოსაკრებლების  ადმინისტრირებას;

ჟ) მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებელი სამსახურების წერილების/მოხსენებითი ბარათების საფუძველზე პირგასამტეხლოს თანხის წერილობით განსაზღვრა და დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის ნებაყოფლობით გადახდასთან დაკავშირებით წერილების გაგზავნა მიმწოდებლებთან;

რ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური  მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ს) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ტ) მერიის სამსახურების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას;

უ)  საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების ფუნქციები

საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;

ბ) ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებების ანალიზსა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის საკითხებთან დაკავშირებით დასკვნებისა და შესაბამისი რეკომენდაციების  შემუშავებას;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას;

ე) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო-საბიუჯეტო გაანგარიშებას;

ვ) მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაარსებული სამეწარმეო იურიდიული პირების საბიუჯეტო-საფინანსო მდგომარეობის შესწავლაში მონაწილეობას;

ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის  ოდენობაზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

თ) ბიუჯეტის გადასახდელებისა და შემოსულობების განწერას დროის გარკვეულ პერიოდებში;

ი) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში მონაწილეობის მიღებას;

კ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნენების შესაბამისად საფინანსო ოპერაციების ორგანიზებას;

ლ) მუნიციპალიტეტის  მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;

მ)  საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 5. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები

შესაბამისი ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების დასაფინანსებლად   ელექტრონული მომსახურების სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) განათავსებს ინფორმაციას გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ;

ბ) არეგისტრირებს ვალდებულების დოკუმენტს;

გ) განათავსებს პირველად დოკუმენტს;

დ) აღიარებს ოპერაციას (სტანდარტული/წინასწარი გადახდის) დარიცხვით;

ე) არეგისტრირებს საგადახდო მოთხოვნას;

ვ) მიღებული ხელშეკრულებებისა და ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას, რეგისტრაციის მიზნით ელექტრონული მომსახურების სისტემაში მონაცემთა შეტანას;

ზ) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროულ დარიცხვას, უწყისების შედგენას და გაცემას;

ი) საგადასახადო დეკლარაციის შედგენასა და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას;

კ) კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით  საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას;

ლ) საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას კანონმდებლობით გათვალისწინებული  ელექტრონული სისტემის მეშვეობით აღებული ვალდებულებების შესაბამისად;

მ) ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ყოველთვიური ან /და კვარტალური და წლიური ინფორმაციის მომზადებას და საბიუჯეტო განყოფილებისთვის წარდგენას;

ნ) კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას (ელექტრონულ ბაზაში) და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში;

ო) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადებას, მონაცემთა ბაზაში შეტანას.

პ)  საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 6. სამსახურის უფროსი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს სამსახურზე ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებასა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს მისი უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა შორის;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

ვ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ზ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

თ) დადგენილი წესის მიხედვით, იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ი) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებზე, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;

კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

5. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

მუხლი 7. განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ

ზ) დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების საქმისწარმოებას;

თ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; დადგენილი წესით აფასებს მოხელეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა კარიერული განვითარების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.

 

მუხლი 8. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეები

1. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეები მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე ინიშნებიან ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე, აგრეთვე მოხელის გადაყვანის და მობილობის შემთხვევებში.

2. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა სტატუსი, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობები, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები, აგრეთვე სხვა სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამ დებულებით, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტებით.