„სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016964
1-1/245
07/07/2026
ვებგვერდი, 09/07/2026
040030000.22.024.016964
„სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/245

2026 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების დებულების“ მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებასა (www.matsne.gov.ge, 04/09/2020, 040030000.22.024.016668) და ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების დებულებაში“ (შემდეგში – დებულება) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დებულების მე-2 მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) უზრუნველყოფს პრივატიზებული, ლიზინგის ფორმით გასაცემი ან გასანაწილებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გაცემას;

მ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას;“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო ენუქიძე