„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 314
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.025865
314
06/07/2026
ვებგვერდი, 07/07/2026
010240010.10.003.025865
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №314

2026 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010240010.10.003.020392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი სამართლებრივი აქტის პროექტი შესაძლებელია მიღებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მთავრობის სხდომაზე განხილვის ან/და „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გარეშეც, საქართველოს მთავრობის წევრებთან შეთანხმების (ე. წ. „სველი ხელმოწერა“) და რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხმათა მინიმალური რაოდენობის არსებობის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე