დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.129.016488 |
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 09/10/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.129.016333).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის სამსახური |
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაციას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) კულტურული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობას; ზ) პროექტების შედგენას; თ) კულტურული ღონისძიებების მოწყობას; ი) საქველმოქმედო და სოციალური აქციების მოწყობას; კ) ახალგაზრდების დასვენებას პატრიოტულ, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო ბანაკებში; ლ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის იერარქიულად უფრო მაღალი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 7. დარგების საქმიანობას წარმართავენ სამსახურის მოხელეები, რომელთა უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად |
მუხლი 4.
სამსახურის უფროსი |
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. |
მუხლი 5.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ფუნქციები |
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მართვასა და ორგანიზებას; ბ) სპორტულ–გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციასა და ხელშეწყობას, სხვადასხვა ასაკის ნაკრები გუნდებისათვის მუნიციპალური ტურნირების ორგანიზებას და სხვადასხვა მაღალი რანგის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებას; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ზრუნვას; დ) განყოფილების ამოცანების განხორციელების მიზნით შესაბამის სამინისტროებთან, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტულ ფედერაციებთან, ასოციაციებთან, კავშირებთან და უცხოეთის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობას; ე) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სპორტის სფეროში მოღვაწე პირებისათვის საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი ჯილდოებზე წარდგენის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას კანონით დადგენილი წესით; ზ) სპორტის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალიტეტებთან საქმიანობის კოორდინაციას; თ) სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადებასა და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში; ი) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას კომპეტენციის ფარგლებში; კ) ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მართვასა და ორგანიზებას; ლ) საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას; მ) ახალგაზრდებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ნ) სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; ო) ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; პ) მუნიციპალიტეტის მასშტაბურ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას; ჟ) ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან; რ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა |
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 7.
რეორგანიზაცია |
რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები