„ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 277
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 180, 20/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 450.160.000.10.003.000.918
  • Word
277
17/12/2007
სსმ, 180, 20/12/2007
450.160.000.10.003.000.918
„ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №277

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბი­ლისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდ­რეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგე­ნილებაში (სსმ III, 2007 წელი, №142, მუხლი 1569) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქ. თბილისის მერიას მიენიჭოს ქ. თბილისის ტერი­ტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე (გარდა არქეოლოგიურ ძეგლებსა და საკულტო-რელიგიური დანიშნულების ობიექტებზე) სამუშაოების ნებართვის გაცემის, შესრულებული სამუშაოების შუალე­დური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღების სანებართვო პირობების კონტროლის უფლება­მოსილება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე