დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 309 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.10.003.025858 |
309
06/07/2026
ვებგვერდი, 07/07/2026
010120000.10.003.025858
„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010120000.10.003.018143) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) ამზადებს დასკვნას სტატუსის მაძიებლისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ. 4. სამმართველოს დასკვნის საფუძველზე, სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ეცნობება განმცხადებელს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 23 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები