დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 16/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 01/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320.070.000.17.010.010.007 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.070.000.17.010.010.007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №1
2007 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:
1. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების (სსმ III, 2006 წ., №90, მუხლი 1211) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა“ თანდართული ფორმით, სადაც:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი იყოფა სიხშირულ დიაპაზონებად;
ბ) სიხშირული ზოლი არის კონკრეტული საზღვრებით შემოფარგლული და სიხშირულ დიაპაზონებში გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრის მონაკვეთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ერთი და იგივე ელექტრონული საკომუნიკაციო საქმიანობისათვის.“.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის წევრები:
დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები