დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 305 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340150000.10.003.025854 |
|
„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/ კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/03/2020, 340150000.10.003.021861) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის (№1 დანართი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 8. საქართველოში რეალიზაციისთვის განკუთვნილი სიგარის, სიგარილის, არმოსაწევი თამბაქოს, თამბაქოს ახალი ნაწარმის, ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად და გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე განსათავსებელი სამედიცინო გაფრთხილება 1. სიგარის, სიგარილის, არმოსაწევი თამბაქოს, თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) განთავსებული უნდა იყოს შემდეგი სამედიცინო გაფრთხილება: ა) „თამბაქოს ეს ნაწარმი მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის და იწვევს დამოკიდებულებას. თამბაქოზე თავის დანებებისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა“; ბ) „ეს ნაწარმი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. თამბაქოზე თავის დანებებისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა“. 2. ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად, შეფუთვაზე (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა) განთავსებული უნდა იყოს შემდეგი რომელიმე ერთი ან ორივე სამედიცინო გაფრთხილება: ა) „ეს ნაწარმი მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის და იწვევს დამოკიდებულებას. თავის დანებებისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა“; ბ) „ეს ნაწარმი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. თავის დანებებისთვის დარეკეთ: 116001, ზარი უფასოა“. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სიგარის, სიგარილის, არმოსაწევი თამბაქოს, თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს განთავსებული აფხაზურადაც: ა) „Аҭаҭынаалыҵ шәгәабзиара иаҧырхагоуп, шәалашьцылоит Аҭаҭын ахара казыжьыр зҭаху ауаа рзы аус ауеит хәыҧсадатәи аҭелл: 116001“; ბ) „Аҭаҭынаалыҵ аникотин алоуп, шәалашьцылоит. Аҭаҭын ахара казыжьыр зҭаху ауаа рзы аус ауеит хәыҧсадатәи аҭелл: 116001“. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად, შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს განთავსებული აფხაზურადაც: ა) „Абри аалыҵ шәгәабзиара иаҧырхагоуп, ахьыҧшызаара ахылҵуеит. Икашәыжьырц азыҳәан аҭел шәас аномерла − 116001. Аҵәҵәа хәыҧсадатәуп“; ბ) „Абри аалыҵ аникотин алоуп, уи ахьыҧшызаара ахылҵуеит.. Икашәыжьырц азыҳәан аҭел шәас аномерла − 116001. Аҵәҵәа хәыҧсадатәуп.“. 5. თამბაქოს მწარმოებლებმა ან/და იმპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ ამ მუხლით დადგენილი სამედიცინო გაფრთხილებების გამოყენება და როტაცია, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 სექტემბრამდე იმპორტირებული ნიკოტინის შემცველი პროდუქტის თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად, შეფუთვა შესაძლებელია, არ აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სამედიცინო გაფრთხილების დატანის წესებს. ასეთი პროდუქტის რეალიზაცია დასაშვებია მისი მარაგის სრულ ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 ივნისისა.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები