„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 05/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016571
13
07/07/2026
ვებგვერდი, 08/07/2026
010250050.35.164.016571
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2026 წლის 7 ივლისი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 01/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.164.016284) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის (სამსახურის დებულების) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და შემდეგი მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან (განყოფილებებისგან):

ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება;

ბ) სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს (სამსახურის დებულება) დაემატოს  მე-6 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება

1. სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა, ვეტერანთა, უმწეო მდგომარეობაში მყოფთა და სხვა სოციალური კატეგორიის ბენეფიციართა აღრიცხვა, მათი სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

დ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ე) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობასა და საქმიანობის გამჭვირვალობას.“.

 

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 5 აგვისტოდან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ ჩხეიძე