„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 22/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.010.002
  • Word
121
16/02/2007
სსმ, 24, 22/02/2007
430.010.000.22.022.010.002
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი   430.010.000.22.022.010.002

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  

ბრძანება №121

2007 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმი-ნისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ-თველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის 127 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №37, მუხ. 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. ამოღებულ იქნეს მე-20 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები.

2. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს 201 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 201. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება

1. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ვერ მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწი-ლობრივი ოდენობა, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ სტუ-დენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მოპოვებისათვის ან ნაწილობრივი ოდენობის მოპოვე-ბისათვის/გაზრდისათვის.

2. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ იმ სტუდენტებს, რომ-ლებიც მიმდინარე წელს მონაწილეობას ღებულობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლეს საგანმანათ-ლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით.

3. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს წერითი გამოცდა ზოგად უნარებში ქართულ ან რუსულ ენაზე.

4. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში სახელმწიფო სასწავლო გრანტს /სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაზრდილ/ნაწილობრივ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელსაც ზოგადი უნარების წერით გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი) მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.

5. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტს, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს, კარგავს ადრე მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლებას.

6. ეს მუხლი არ ვრცელდება ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე.“.

3. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ დებულებით დადგენილი წესის დარღვევით აბიტურიენტთა და სტუდენტთა გადაყვანის ან აღდგენის წესით ჩარიცხვა არის ამ დაწესებულების აკრედი-ტაციის გაუქმების საფუძველი.“.

4. 22-ე მუხლის შემდგომ ამოღებულ იქნეს 221 მუხლი და დაემატოს V1 თავი შემდეგი რედაქციით:

თავი V1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების გადაყვანის და აღდგენის წესით ჩარიცხვა

    მუხლი 222. გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტი

სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს აკრედიტებულ სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, კერძოდ თუ იგი:

ა) სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) სწავლობს იმ არააკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა მას კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლება.

    მუხლი 223. გადაყვანის წესით ჩარიცხვების პერიოდულობა

1. გადაყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო წლის 1 ოქტომბრამდე ან სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ უმაღლესი განათლება საქართვე-ლოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინის-ტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვის გარეშე.

    მუხლი 224. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილები

1. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მომავალი სემესტრისათვის ადგენს გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს დაწესებულების თავისუფალი ადგილების რაოდენობას.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თავისუფალი ადგილები გამოითვლება შემდეგი წესით:

ა) სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩარიცხვისათვის: პირველ სემესტრში აბიტურიენტების ჩარიცხვის განხორციელების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაქსიმალურ კონტინგენტს აკლდება დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა;

ბ) მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩარიცხვისათვის: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე-სებულების მაქსიმალურ კონტინგენტს აკლდება მეორე სემესტრის დასრულების შემდეგ დაწესებულებაში რიცხული სტუდენტების რაოდენობა და მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში ერთიანი ეროვ-ნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე დაწესებულების მიერ ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობა.

    მუხლი 225. გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება

1. მომავალი სემესტრისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ადგი-ლებზე ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილები დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია აკრედიტაცის სამსახურის მიერ.

2. აკრედიტაცის სამსახური კონკრეტულ სტუდენტზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების დადგენის მიზნით, გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირებისათვის ვალდებულია გადაამოწმოს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რაოდენობის თავისუფალი ადგილი გადაყვანის წესით სტუდენტების მისაღებად.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრირების მიზნით, აკრედიტაციის სამსახური:

ა) აწარმოებს იმ სტუდენტების აღრიცხვას, რომელთა მიერ ათვისებულ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ითვლება აკრედიტებულად;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციასა და დოკუმენტაციას ამ დაწესებულებაში რიცხულ სტუდენტთა რაოდენობის თაობაზე;

გ) არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას იმ სტუდენტების შესახებ, რომლებიც ჩაირიცხნენ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ-ლებისათვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათ-ლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული სტუდენტების შესახებ, მათ შორის სტუდენტის გა-რიცხვა/ამორიცხვის აქტს, აგრეთვე ინფორმაციას იმ აბიტურიენტთა შესახებ, რომლებმაც კანონმდებ-ლობით დადგენილი წესით მოიპოვეს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, მაგრამ ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ გამოც-ხადდნენ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ე) ადგენს ამ პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის ფორმასა და ვადას;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტა-ციის საფუძველზე ადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ თავისუფალ ადგილთა რაოდენობას და აცნობებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაყვანის წესით ჩარიცხვისათ-ვის გამოყოფილი ადგილების დადგენის მიზნით;

ზ) რეგისტრაციაში ატარებს და ვებ-გვერდზე განათავსებს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებთან დაკავშირებით.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის სამსახურისათვის ინფორმაციის წარუდგენლობა ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა არის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილი ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

    მუხლი 226. გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია

გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია აკრედიტაციის სამსახურში რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ ადგილებზე მიმდინარეობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით და ვადაში. სტუდენტების რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

    მუხლი 227. სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის აუცილებელი მოთხოვნები

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიც-ხული სტუდენტის გადაყვანის წესით ჩარიცხვები შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები შეესაბამება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგან-მანათლებლო პროგრამას. სასწავლო კურსების საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობა დადასტუ-რებული უნდა იყოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირე-ბული გადაწყვეტილებით სტუდენტის მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების აკადემიური ცნობის შესახებ, რომელშიც დეტალურად მიეთითება შესაბამისობები და შეუსაბამობები მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამასთან, რომელზეც პირს სურს სწავლის გაგრძელება.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა, თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქ-ვეყნებულ ადგილების რაოდენობას, აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმა-ნათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვა მიმღებ დაწესებულებაში არსებულ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოყოფილ ადგილებზე შესაძლებელია, თუ:

ა) არსებობს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოტივირებული გადაწყვეტილება სტუდენტის მიერ ათვისებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ცნობის შესახებ;

ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ჩატარებული წერი-ლობითი გამოცდის შედეგად დასტურდება, რომ პირს ათვისებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამა.

    მუხლი 228. მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მიერ სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების სამართლებრივი აქტის შემუშავება და მიღება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი შეიმუშავებს გადაყვანის წესით სტუდენტე-ბის ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის სამსახური გასცემს დადებით დასკვნას.

2. აკრედიტაციის სამსახური ვალდებულია შეამოწმოს სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვების შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტში მოყვანილი თითოეული სტუდენტის შესაბამისობა ამ დებულების 222 მუხლთან და სტუდენტის მიერ გავლილი სას-წავლო კურსების შესაბამისობა მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან.

3. სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივი აქტის პროექტზე დადებითი დასკვნის მიღებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი ვალდებულია წარუდგინოს აკრედიტაციის სამსახურს აკრედიტაციის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები.

4. აკრედიტაციის სამსახურის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ დებუ-ლების 223 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადისა, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემიდან 15 დღის ვადაში იგზავნება აკრედიტაციის სამსახურში.

    მუხლი 229. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა გადაყვანის წესით ჩარიცხვის ვადები

აკრედიტაციის სამსახურის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვებისათვის გამოყო-ფილი ადგილების რეგისტრაციისათვის განაცხადის წარდგენის ვადები. აკრედიტაციის სამსახურის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სემესტრის განმავლობაში ადგილების რეგისტრაციის რამდენიმე ვადა;

ბ) გადაყვანის წესით სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის ვადა.

    მუხლი 2210. გარიცხული/ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვა

სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხა, გარიცხვის/ამორიცხვის შემდეგ შეიძლება ჩაირიცხოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აღდგენის წესით. ამ შემთხვევაში სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყ-ვანის წესით სტუდენტის ჩარიცხვისათვის ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

5. 23-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ ,,უმაღ-ლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ამავე დაწესებულებაში შეიძლება ჩაირიც-ხონ აღდგენის წესით მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა ამ მუხ-ლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ დებულების V1 თავით დადგენილი წესით ხორციელდება აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული იმ პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღდგენის წესით ჩარიცხვა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პირობას:

ა) კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაი-რიცხა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე;

ბ) საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველად რეგისტრაციამდე არა უმეტეს 3 წლის წინ გაირიცხა ამ დაწესებულებიდან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას-თან დაკავშირებით;

გ) გარიცხვიდან სულ მცირე 2005 წლის 10 იანვრამდე ირიცხებოდა უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმა-ნათლებლო დაწესებულების სტუდენტად.“;

გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,9. 2006-2007 სასწავლო წლის მეორე სემესტრში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუ-დენტის გადაყვანის/აღდგენის წესით ჩარიცხვა ხორციელდება ამ დებულების შესაბამისად, ამ დებულების 224, 225 და 226 მუხლებით დადგენილი წესის დაცვის გარეშე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე-ბულების მიერ სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის თანხმობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწე-სებულების 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლისათვის დადგენილი მისაღები კონტინგენტის ფარ-გლებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ა. დიდებულიძე