სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 10/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016451
13
03/07/2026
ვებგვერდი, 06/07/2026
010260020.35.168.016451
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2026 წლის 3 ივლისი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე  მუხლის პირველი  პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №13 დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. (www.matsne.gov.ge,  09/03/2018 წ.,   010260020.35.168.016247).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 10 აგვისტოდან.

 


სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი



დანართი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის  სამსახურის დებულება

 


თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურისა და სპორტის  სამსახური

1. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს   განათლების, კულტურის, სპორტის, ასევე   ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების  აღნიშვნითა და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

3. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, ეს დებულება  და ასევე მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

თავი II

სამსახურის საქმიანობა

 

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურის,  სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალური პროგრამების  შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;

ბ) სკოლამდელი  სააღმზრდელო  დაწესებულებების   ავტორიზაციას კანონით დადგენილი წესით და  მათ  მონიტორინგს;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების (განათლების, სპორტისა და კულტურის საკითხებში) მონიტორინგს;

დ) წინადადებების შემუშავებას  განათლების, კულტურისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის  საკითხებზე;

ე) წინადადებების  შემუშავებას  ახალგაზრდობის  თანასწორობის საკითხებზე;

ვ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა  და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;

ზ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის  გაუმჯობესების  მიზნით;

თ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის   დაცვასა და განვითარების ხელშეწყობას;

ი) მოქმედი  კანონმდებლობით განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების  განხორციელებას.

 

თავი III

სამსახურის სტრუქტურა და სამსახურის მართვა

 

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება  მეორადი სტრუქტურული  ერთეულებისაგან  – განყოფილებებისაგან.

2.  სამსახურის  განყოფილებებია:

ა) განათლების და კულტურის განყოფილება;

ბ) ახალგაზრდობის და სპორტის განყოფილება.

მუხლი 5.   განათლების და კულტურის განყოფილება

განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა  და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობას;

ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების საქმიანობის  ხელშეწყობას;

გ) წინადადებების შემუშავებას კულტურისა და განათლების დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

დ)  ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას;

ე) განათლების და კულტურის  განვითარების მუნიციპალური პროგრამების  შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;

ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების (განათლებისა და კულტურის საკითხებში) მონიტორინგს;

ზ) მოქმედი  კანონმდებლობით განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების  განხორციელებას.

 

მუხლი 6. ახალგაზრდობის და სპორტის განყოფილება

განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების საქმიანობის  ხელშეწყობას;

ბ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოოორდინაციას;

გ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;

დ) სპორტული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;

ე) წინადადებების  შემუშავებას  ახალგაზრდობის  თანასწორობის საკითხებზე;

ვ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა  და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;

ზ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის  გაუმჯობესების  მიზნით;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.                                

თავი IV

სამსახურის მართვა

მუხლი 7. სამსახურის  უფროსი

1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს  პირველადი სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს  და   თანამდებობიდან   ათავისუფლებს   სიღნაღის   მუნიციპალიტეტის მერი.

2. სამსახურის  უფროსი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის    დაკისრებული   ამოცანებისა   და  ფუნქციების   შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს  სტრუქტურული  ერთეულის  მოსამსახურეებს;

გ) მერს  წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების  შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და   რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის უფროსის საქმიანობის კონტროლის, ანგარიშის მოსმენისა და შეფასების მიზნით, წარუდგენს ანგარიშს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;

ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში, გამოსცემს ინდივიდუალურ   ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს  – ბრძანებას;

თ) იბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილება) პროფესიული საჯარო მოხელეების ანგარიშებს  გაწეული  საქმიანობის   შესახებ;

ი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აფასებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილება) უფროსის მუშაობას;

კ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი  პირობების   შექმნას;

ლ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის  შრომის შინაგანაწესისა და დისციპლინის   დაცვას;

მ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს;

ნ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა  და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ  ფუნქციებს.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის  შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.

 

მუხლი 8. განყოფილების უფროსი

1. სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის  მერი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების  საქმიანობას;

ბ) ახორციელებს  განყოფილების პროფესიულ  საჯარო   მოხელეთა  საქმიანობის  საერთო   ხელმძღვანელობას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების  პროფესიულ საჯარო მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო  გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული  ღონისძიებების   განხორციელებას;

დ) პასუხისმგებელია  განყოფილებისათვის  დაკისრებული  ამოცანებისა  და   ფუნქციების      შესრულებაზე;

ე) განსაზღვრავს  განყოფილების  პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისების, ან/და  დისციპლინური  პასუხიმგებლობის   თაობაზე;

ზ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა მიერ  დაკისრებულ  მოვალეობათა  შესრულებას;

თ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების  წესს, შეიმუშავებს  წინადადებებს   განყოფილების  მუშაობის  სრულყოფის საკითხებზე;

ი) აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების  შესრულებისთვის;

კ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების  მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აფასებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა  მუშაობას;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების  უფროსი  ანგარიშვალდებულია  სამსახურის უფროსის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის  შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს.

 

თავი V

სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები

 

მუხლი 9. სამსახურის პროფესიულ  საჯარო მოხელეთა უფლებები

სამსახურის  პროფესიულ საჯარო მოხელეებს  უფლება  აქვთ:

ა) წარუდგინონ უშუალო  ხელმძღვანელს  წინადადებები  მათი  საქმიანობის  თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ  მათი  მუშაობისათვის  საჭირო  სამართლებრივი  აქტებით, საინფორმაციო   და  სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მათი უფლება-მოვალეობის შესრულებისათვის  საჭირო  პირობებით  უზრუნველყოფის შესახებ;

ე) ისარგებლონ პროფესიული საჯარო მოხელისათვის საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი  სხვა  უფლებითა  და   გარანტიებით.

 

 

მუხლი 10. სამსახურის  პროფესიულ  საჯარო  მოხელეთა  ვალდებულებები

სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეები ვალდებული არიან:

ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონით, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მერიის  დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და  მერის  დავალებით  განსაზღვრული  ვალდებულებანი;

ბ) დაიცვან სამსახურებრივი საიდუმლოების რეჟიმი;

გ) იმუშაონ  პროფესიული  მომზადების  დონის  ასამაღლებლად;

დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.

 

 

მუხლი 11. პროფესიულ  საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობრივი  სარგოს   განსაზღვრა

1. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონით  დადგენილი  წესით.

2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით,  მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო.

 

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 12. სამსახურის  დებულების  დამტკიცება   და  ცვლილების   შეტანა

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის  სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის  დებულებაში  ცვლილება   შეიძლება  შეტანილ  იქნეს    კანონმდებლობით     დადგენილი   წესით.

3. სამსახურის  რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.