„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 89/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018868
89/ნ
07/07/2026
ვებგვერდი, 08/07/2026
430010000.22.022.018868
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №89/ნ

2026 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693, 12/04/2019) დამტკიცებული:

ა) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ (დანართი №1) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):

ბ.ა) მე-4 მუხლის:

ბ.ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

ბ.ა.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;

ბ.ბ)  მე-6 მუხლის:

ბ.ბ.ა) მე-7 - მე-9  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„7. მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი და მაგისტრატურის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო/პრაქტიკულ და საჭიროების შემთხვევაში კვლევით კომპონენტს.  

8. მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილი და არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის კვლევითი შინაარსის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს და უნდა ითვალისწინებდეს სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის შესრულებას.

9. მაგისტრატურის საფეხურის არანაკლებ 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მინიჭებას. აღნიშნულ პროგრამაზე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაშვების წინაპირობების გარდა, დამატებით დაშვების წინაპირობაა არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში.“;

ბ.ბ.ბ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  81 პუნქტი:

„81. მაგისტრატურის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, კვლევითი შინაარსის არანაკლებ 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია სწავლის სფეროების კლასიფიკატორით განსაზღვრულ დეტალურ სწავლის სფეროში, გარდა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის №20/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სწავლის სფეროებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე