დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 2026 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016665 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/07/2026 - 07/08/2026)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 2026 წლის პროგრამა” დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
1. დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 2026 წლის პროგრამის ბიუჯეტი“ დანართი №2-ის შესაბამისად.
2. „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 2026 წლის პროგრამის” ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 3. „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 2026 წლის პროგრამის” დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 1 891 540 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდათერთმეტი ათას ხუთას ორმოცი) ლარით. |
| მუხლი 3 |
გამოცხადდეს ძალადაკარგულად ლაგოდეხის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №21 დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.“ |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 2026 წლის პროგრამა |
მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (შემდგომში: „პროგრამა”) განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვლის და დაფინანსების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. მუხლი 2. სოციალური პროგრამის ღონისძიებები და აქტივობები მუნიციპალური სოციალური პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 2.1. მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირთა დახმარება: ა) ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ყოველთვიური თანადაფინანსება (ერთი ბენეფიციარი ერთ აბონენტზე); ბ) ჰიგიენური საშუალებების (საფენების) დაფინანსება; გ) უსინათლო პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება; დ) იშვიათი და მძიმე დაავადების მქონე პაციენტების უზრუნველყოფა ჟანგბადის ბალონების დატვირთვით; ე) გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე პაციენტთა მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება. 2.2. შშმ ბავშვთა (18 წლამდე) დახმარება: ა) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების თანადაფინანსება (ერთი ბენეფიციარი ერთ აბონენტზე); ბ) ჰიგიენური საშუალებების (საფენების) დაფინანსება; გ) აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე (18 წლამდე) ბავშვთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება; დ) ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე (F 84) და განვითარების ეტაპების დაყოვნების (R 62) მქონე ბავშვთა ენისა და მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსების თანადაფინანსება; ე) იქთიოზითა და კანის ქრონიკული დაავადებით მქონე (18 წლამდე) პაციენტების მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება; ვ) სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებისთვის; ზ) ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ხელშეწყობა. 2.3. ჯანდაცვის მომსახურება და მედიკამენტოზური უზრუნველყოფა ა) ქირურგია და კვლევები: სამედიცინო ქირურგიული ჩარევების, სტაციონარული მომსახურებისა და კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსება; ბ) ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერა: ავთვისებიანი სიმსივნის დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კვლევებისა და მკურნალობის დაფინანსება; გ) ოფთალმოლოგია: თვალის ინტრავენური ინექციის დაფინანსება/თანადაფინანსება; დ) სპეციფიკური საჭიროებები: კოლოსტომისა და უროსტომის მქონე პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთების დაფინანსება; ე) დიალიზის პროგრამა: ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება; ვ) პერსონალური ასისტენტი: სამედიცინო დაწესებულების მიერ პერსონალური ასისტენტის საჭიროების განსაზღვრა და ბენეფიციარის შეფასება. 2.4. ოჯახებისა და ბავშვების მხარდაჭერა: ა) მარტოხელა მშობლის, მარჩენალდაკარგულ, ობოლ ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მხარდაჭერა: მარტოხელა მშობლების, მარჩენალდაკარგული, ობოლი (გარდაცვლილი ორივე მშობელი) ბავშვების, ასევე ბავშვები, რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება-მოვალეობა, ან ის ბავშვები, რომელთა ორივე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება -მოვალეობა, ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება; ბ) მარტოხელა მშობლების, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი, საახალწლო ფულადი საჩუქარი; გ) დედ-მამით ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა (18-წლამდე) ფინანსური მხარდაჭერა; დ) ახალშობილთა მხარდაჭერა: ერთჯერადი ფინანსური დახმარება პირველ და მეორე შვილზე, ტყუპების (ორი და მეტი) შეძენისას და „ახალშობილის კალათის“ (პირველადი ჰიგიენური საშუალებები) საჩუქრად გადაცემა; ე) მრავალშვილიანი ოჯახები: ერთჯერადი ფინანსური დახმარება; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (0-დან 65 000 ქულამდე) საახალწლო ფულადი საჩუქარი; ვ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები: კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების უზრუნველყოფა საბაზისო საყოფაცხოვრებო ნივთებით: ავეჯით და ტექნიკით. 2.5. ძალადობის მსხვერპლთა და უსახლკარო ოჯახების დაცვა ა) ძალადობის მსხვერპლთა დახმარება: ერთჯერადი ფინანსური დახმარება (შემაკავებელი/დამცავი ორდერის ან პროკურატურის დადგენილების საფუძველზე) და დროებითი თავშესაფრით (ბინის ქირით) უზრუნველყოფა. ბ) უსახლკარო ოჯახების დაცვა: სტიქიის შედეგად დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირა). 2.6. ვეტერანთა და მათი ოჯახების მხარდაჭერა ა) სარიტუალო დახმარება: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება; ბ) სადღესასწაულო მხარდაჭერა: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ვეტერანი ქალბატონების ფინანსური დახმარება 8 მარტს, სოციალურად დაუცველი ვეტერანის ოჯახების დახმარება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა. 2.7. დევნილთა მხარდაჭერა: ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა ოჯახები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ბ).იძულებით გადაადგილებული (დევნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახისათვის თბობის სეზონზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სუბსიდირება. 2.8. სხვა სოციალური ღონისძიებები: 2.8.1.თბობის სეზონზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სუბსიდირება უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის. დახმარება გაიცემა ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებზე, პროგრამით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. 2.8.2. ხანდაზმულთა ზრუნვა: ა)100 წლის და მეტი ასაკის მიღწეულ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება; ბ) უმწეო ხანდაზმულთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. 2.8.3. სარიტუალო ხარჯის თანადაფინანსება: მოვლა - პატრონობის გარეშე დარჩენილი, მარტოხელა, მზრუნველობამოკლებული ან/და სხვა მოწყვლადი პირების დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება. 2.8.4. მოწყვლადი ოჯახების კვება: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 0-დან-65000 -მდე) პირების, რომლებიც განეკუთვნებიან განსაკუთრებულ მოწყვლად კატეგორიას (მარტოხელა, მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი, მზრუნველობამოკლებული და სხვა), უფასო კვებით უზრუნველყოფა. 2.8.5. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოწყვლადი ოჯახების საბაზისო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ავეჯით ან/და ტექნიკით უზრუნველყოფა. 2.8.6. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი. მუხლი 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარმა, მისი ოჯახის წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 3.1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მხარდაჭერა3.1.1. მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა (18 წლამდე) ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება: ა) განცხადება (ბენეფიციარის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის); ბ) ბენეფიციარისა და განმცხადებლის პირადობის მოწმობების (18 წლამდე პირებისთვის ბენეფიციარის დაბადების მოწმობა) ასლები; გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (სოციალური მომსახურების სააგენტოდან); დ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტის ნომერი; ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.1.2. უსინათლო პირთა ერთჯერადი დახმარება: ა) განცხადება(ბენეფიციარის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის) ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბენეფიციარის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის) ; გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) ; ე) ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენელის საბანკო რეკვიზიტები; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.1.3. გაფანტული სკლეროზის (G35) მედიკამენტების დაფინანსება: ა) განცხადება (ბენეფიციარის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის) ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბენეფიციარის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის); გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); დ) სააფთიაქო ქსელიდან გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი); ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.1.4. ჰიგიენური საშუალებების (საფენები) დაფინანსება: ა) განცხადება (ბენეფიციარის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის) ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბენეფიციარის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის, 18 წლამდე პირებისთვის დაბადების მოწმობის ასლი); გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) ; დ) სააფთიაქო ქსელიდან გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი). ე) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.1.5. იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტისთვის ჟანგბადის ბალონების დატვირთვა:ა) განცხადება (ბენეფიციარის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის) ; ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბენეფიციარის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის, 18 წლამდე პირებისთვის დაბადების მოწმობის ასლი); გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); დ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.1.6. აუტისტური სპექტრის (F84) და განვითარების შეფერხების (R62) თერაპია: ა) განცხადება (მშობელის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის); ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); დ) კალკულაცია/ ხარჯთაღრიცხვა /ინვოისი; ე) ცნობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან, რომ არ სარგებლობს ანალოგიური სახელმწიფო პროგრამით; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.1.7. აუტისტური სპექტრის მქონე (18 წლამდე) პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება: ა) განცხადება (მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის); ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); დ) ADOS ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.1.8. იქთიოზითა და კანის ქრონიკული დაავადებით მქონე 18 წლამდე პაციენტების მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება: ა) განცხადება (მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის); ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); დ) სააფთიაქო ქსელიდან გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი); ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.2. ჯანდაცვის მომსახურება და მედიკამენტოზური უზრუნველყოფა 3.2.1 სამედიცინო ქირურგიული ჩარევების, სტაციონარული მომსახურებისა და კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსება: ა) განცხადება (პაციენტის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის); ბ) პაციენტის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); დ) კალკულაცია/ ხარჯთაღრიცხვა /ინვოისი; ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან ან კერძო დაზღვევიდან დაფინანსების წილის ან უარის შესახებ; ვ) პაციენტის დავალიანების შემთხვევაში, ვალის აღიარების დოკუმენტი დავალიანების ხელშეკრულება ან შეთანხმების აქტი; ზ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.2.2. ავთვისებიანი დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კვლევებისა და მკურნალობის დაფინანსება: ა) განცხადება (პაციენტის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის); ბ) პაციენტის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV100/ა) ონკოლოგის მიერ გაცემული; დ) კალკულაცია/ ხარჯთაღრიცხვა /ინვოისი, მედიკამენტების შემთხვევაში შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულებიდან, ხოლო მკურნალობისა და კვლევების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან ან კერძო დაზღვევიდან დაფინანსების წილის ან უარის შესახებ; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.2.3. თვალის ინტრავენური ინექციის დაფინანსება /თანადაფინანსება: ა) განცხადება(პაციენტის , ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის); ბ) პაციენტის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV100/ა); დ) კალკულაცია/ ხარჯთაღრიცხვა /ინვოისი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებისგან; ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ საჭიროების შესაბამისად, გამოთხოვილი ინფორმაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან ან კერძო დაზღვევიდან დაფინანსების წილის ან უარის შესახებ; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.2.4. კოლოსტომისა და უროსტომის მქონე პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთების დაფინანსება: ა) განცხადება(პაციენტის , ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის); ბ) პაციენტის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV100/ა); დ)კალკულაცია/ ხარჯთაღრიცხვა /ინვოისი გაცემული შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულებიდან; ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.2.5. ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება: ა) განცხადება(პაციენტის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის); ბ) პაციენტის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV100/ა); დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულიდან პაციენტის მკურნალობის შესახებ; ე) პაციენტის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.2.6.სამედიცინო დაწესებულების მიერ, პერსონალური ასისტენტის საჭიროების განსაზღვრა: ა) განცხადება (პაციენტის, ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის); ბ) პაციენტის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV100/ა); დ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ინფორმაცია იმ სამედიცინო დაწესებულების შესახებ, სადაც უნდა მოხდეს პაციენტის სამედიცინო შეფასება; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.3. ოჯახებისა და ბავშვების მხარდაჭერა3.3.1. მარტოხელა მშობლის, მარჩენალდაკარგულ, ობოლ ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მხარდაჭერა: ა) განცხადება (მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის); ბ)განმცხადებლის პირადობის და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ბავშვების (შვილების) დაბადების მოწმობები - ბავშვის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია სავალდებულოა; დ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების მოწმობა, ამონაწერი სერვისების განვითარების სააგენტოდან ან სასამართლო გადაწყვეტილება, გარემოებების შესაბამისად; ე) ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აბონენტის ნომერი (კომუნალურისთვის); ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები ( ერთჯერადი ან/და ყოველთვიური დახმარების გასაცემად); ზ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.3.2 . ახალშობილთა და ტყუპი ბავშვების ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება: ა) განცხადება (მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის) ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - განმცხადებელი ერთ-ერთი მშობლის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია სავალდებულოა; გ) ბავშვების (შვილების) დაბადების მოწმობები; დ) განმცხადებლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები; ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.3.3. ახალშობილთა კალათის საჩუქრად გადაცემა: ა) განცხადება ( მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - განმცხადებელი ერთ-ერთი მშობლის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია სავალდებულოა; გ) ბავშვების (შვილების) დაბადების მოწმობები; დ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.3.4. მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი შვილი): ა) განცხადება (მშობლის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - განმცხადებელი ერთ-ერთი მშობლის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია სავალდებულოა; გ) ბავშვების (შვილების) დაბადების მოწმობები; დ) განმცხადებლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები; ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.3.5. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების საბაზისო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ავეჯით ან/და ტექნიკით უზრუნველყოფის მისაღებად: დახმარება გაიცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ „ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიებათა განხორციელების ინსტრუქციით “ დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების შესაბამისად, ასევე ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის ჩატარების შედეგად გამოვლენილ იმ მოწყვლად ოჯახებზე, სადაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით საჭირო გახდა მათი ავეჯით ან/და ტექნიკით უზრუნველყოფა. 3.4. ძალადობის მსხვერპლთა და საცხოვრისის გარეშე დარჩენილი ოჯახების დაცვა 3.4.1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირის, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვ(ებ)ის ერთჯერადი ფინანსური დახმარება: ა) დაზარალებულის განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მოქმედი შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ან პროკურატურის მიერ გაცემული დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ; დ) ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ დასტურდება ბავშვებზე ძალადობის ფაქტი, ამ პუნქტის „გ” ქვეპუნქტით წარმოდგენილი დოკუმენტებით; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.4.2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა ა) დაზარალებულის განცხადება; ბ) განმცხადებლის /დაზარალებულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მოქმედი შემაკავებელი ან დამცავი ორდერი ან პროკურატურის მიერ გაცემული დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ; დ) საცხოვრებელი სახლის/ბინის მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი; ე) საცხოვრებელი სახლის/ბინის განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც გაცემულია განცხადების წარმოდგენამდე არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში. ვ) ნოტარიულად დამოწმებული, უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება; ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; შენიშვნა: საცხოვრისის დაქირავება ხდება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით; თ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.4.3. კრიზისულ ან/და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის, სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა. ა) ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება; ბ) განმცხადებლის და ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საცხოვრებელი სახლის/ბინის მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი; ე) საცხოვრებელი სახლის/ბინის განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ვ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება; ზ ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. შენიშვნა: საცხოვრისის დაქირავება ხდება არაუმეტეს 1(ერთი) წლის ვადით. თ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.5. ვეტერანთა და მათი ოჯახების მხარდაჭერა 3.5.1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (ავღანეთი) მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის: ა) განცხადება (ოჯახის წევრის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.5.2. ერთჯერადი ფულადი დახმარება (8 მარტს ვეტერან ქალბატონებს) ა) განცხადება (ვეტერანის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის); ბ) განმცხადებლისა და ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ვეტერანის საბანკო რეკვიზიტები; ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.5.3. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან/და სოციალურად დაუცველი ვეტერანთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) განცხადება (ვეტერანის, მისი ოჯახის წევრის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენელის) ; ბ) განმცხადებლის და ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გარემოებების შესაბამისად. ; ე) ვეტერანის საბანკო რეკვიზიტები; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.5.4. 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის ერთჯერადი ფინანსური დახმარება: ა) განცხადება (გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარდაცვალების ფაქტს; დ ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.6. დევნილთა მხარდაჭერა 3.6.1. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება; ბ) განმცხადებლის და ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) იძულებით გადაადგილებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; ვ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.6.2 .იძულებით გადაადგილებული (დევნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახისათვის თბობის სეზონზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სუბსიდირება: ა) იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება; ბ) განმცხადებლის და ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) იძულებით გადაადგილებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ამონაწერი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან აბონენტის რეკვიზიტების შესახებ; ე) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.7. სხვა სოციალური ღონისძიებები 3.7.1. თბობის სეზონზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სუბსიდირება, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის: ა) განცხადება (ოჯახის სრულწლოვანი წევრის); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან აბონენტის რეკვიზიტების შესახებ; დ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.7.2. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულთა დახმარება: ა) განცხადება (ოჯახის წევრის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის); ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები. დ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3.7.3. მარტოხელა, მოვლა - პატრონობის გარეშე დარჩენილი და მზრუნველობამოკლებული პირების დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი: ა) განცხადება (დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებზე პასუხისმგებელი პირი); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია გარდაცვლილი პირის და დადებითი რეკომენდაცია დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებზე პასუხისმგებელი პირის შესახებ; დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მარტოხელა, მოვლა - პატრონობის გარეშე დარჩენილი და მზრუნველობამოკლებული პირების მდგომარეობას; ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები; 3.7.4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 0-დან-65000 -მდე) პირების, რომლებიც განეკუთვნებიან განსაკუთრებულ მოწყვლად კატეგორიას (მრავალშვილიან, მარტოხელა, მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილ, მზრუნველობამოკლებულ და სხვა პირთა) უფასო კვებით უზრუნველყოფა: ა) განცხადება (დაინტერესებული პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი); ბ) განმცხადებლისა და ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ საჭიროების შემთხვევაში გამოთხოვილი ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან ბენეფიციარის მოწყვლადობის ან საცხოვრებელი ადგილის შესაძლო ცვლილების შესახებ. შენიშვნა: განცხადებაში უნდა მიეთითოს ოჯახის რამდენი წევრის ჩართვა სურს უფასო კვების პროგრამაში,ოჯახის ნებისმიერი წევრის მიერ საცხოვრებელი ადგილის ცვლილების შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მუნიციპალიტეტს აღნიშნულის შესახებ. 3.7.5.კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოწყვლადი ოჯახების საბაზისო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ავეჯით ან/და ტექნიკით უზრუნველყოფა: დახმარება გაიცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ, ადმინისტრაციული წარმოებისა და ჩატარებული საჭიროებათა შეფასების საფუძველზე იმ მოწყვლადი ოჯახების მხარდასაჭერად, რომელთაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ესაჭიროებათ პირველადი საყოფაცხოვრებო ავეჯით და/ან საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა. მუხლი 4. სოციალური მხარდაჭერის სახეები და ოდენობა 4.1. მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა (18 წლამდე) დახმარება:ა) კომუნალური შეღავათი, ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება, ყოველთვიურად - 15 ლარი (წლიური ლიმიტი 180 (ას ოთხმოცი) ლარი), დაფინანსება განხორციელდება სამთვიანი პერიოდულობით; შენიშვნა: განცხადების, თვის 15 რიცხვამდე წარდგენისას, მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება იწყება მიმდინარე თვიდან, ხოლო 15 რიცხვის შემდეგ წარმოდგენის შემთხვევაში, სუბსიდირება დაიწყება მომდევნო კალენდარული თვიდან. ბ) უსინათლო პირთა დახმარება გაიცემა 13 ნოემბერს, ერთჯერადად „უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით - 200 (ორასი) ლარის ოდენობით; გ) გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის მედიკამენტების დაფინანსება გაიცემა წლის განმავლობაში მოთხოვნის შესაბამისად, ლიმიტის შევსებამდე არაუმეტეს - 1000 (ერთი ათასი) ლარისა. დაფინანსება ვრცელდება მხოლოდ გაფანტული სკლეროზის (G35) მკურნალობისათვის დანიშნულ მედიკამენტებზე და არ მოიცავს სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს; დ) ჰიგიენური საშუალებების (საფენები) დაფინანსება გაიცემა 12 თვეზე, ჯამში -1200 (ერთი ათას ორასი) ლარი , ყოველთვიური ლიმიტის - 100 (ასი) ლარის ოდენობით, განცხადების რეგისტრაციიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯამურად. შენიშვნა: განცხადების 15 რიცხვამდე წარდგენისას სუბსიდირება იწყება მიმდინარე თვიდან, 15 რიცხვის შემდეგ – მომდევნო კალენდარული თვიდან. ე) იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტისთვის ჟანგბადის ბალონების დატვირთვა, მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით;ვ) ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე, აუტისტური სპექტრის აშლილობის (F84) და განვითარების შეფერხების (R62) დიაგნოზის მქონე ბავშვთა მხარდაჭერის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის კურსის დაფინანსება განისაზღვროს წლიური ლიმიტი –1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ან ნაწილ-ნაწილ საბიუჯეტო წლის განმავლობაში; ზ) აუტისტური სპექტრის მქონე 18 წლამდე ასაკის პირთა სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის მხარდაჭერის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; თ) იქთიოზითა და კანის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მხარდაჭერისა და აუცილებელ სამკურნალო და ჰიგიენურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაიცემა წლის განმავლობაში არაუმეტეს - 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რომლის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ან ნაწილ-ნაწილ საბიუჯეტო წლის განმავლობაში. 4. 2. ჯანდაცვის მომსახურება და მედიკამენტოზური უზრუნველყოფა 4.2.1. სამედიცინო ქირურგიული ჩარევების, სტაციონარული მომსახურებისა და კვლევების დაფინანსება/თანადაფინანსების: წლიური ლიმიტი განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს წლის განმავლობაში ლიმიტირებული თანხის შევსებამდე. ა) 200 ლარამდე ხარჯი – ანაზღაურდება 100%-ით; ბ) 201 -დან 1400 ლარამდე ხარჯი – ანაზღაურდება 50%-ით; გ) 1400 ლარზე მეტი ხარჯი – ანაზღაურდება ფიქსირებული 700 (შვიდასი) ლარი. 4.2.2. ავთვისებიანი დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კვლევებისა და მკურნალობის დაფინანსება შეადგენს: ა) მედიკამენტები - წლიური ლიმიტი 1000 (ერთი ათასი) ლარი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ან ნაწილ-ნაწილ საბიუჯეტო წლის განმავლობაში; ბ) კვლევა და მკურნალობა - წლიური ლიმიტი 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარი,რომლის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ან ნაწილ-ნაწილ საბიუჯეტო წლის განმავლობაში. შენიშვნა: ზოლედრონის მჟავა/ზომეტა წარმოადგენს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში გამოყენებად მედიკამენტს. აღნიშნული პრეპარატის შეძენისა და/ან მიწოდების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა, ისე სამედიცინო დაწესებულების (კლინიკის) მიერ გაცემული ინვოისი. 4.2.3. თვალის ინტრავენური ინექცია დაფინანსდეს წლის განმავლობაში ერთი ინიექციის სრული დაფინანსებით. 4.2.4. კოლოსტომისა და უროსტომის მქონე პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთების დაფინანსება გაიცემა : ჯამში -1200 (ერთი ათას ორასი) ლარი 12 თვეზე, ყოველთვიური ლიმიტი – 100 (ასი) ლარის ოდენობით, განცხადების რეგისტრაციიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჯამურად . შენიშვნა: განცხადების 15 რიცხვამდე წარდგენისას სუბსიდირება იწყება მიმდინარე თვიდან, 15 რიცხვის შემდეგ - მომდევნო კალენდარული თვიდან. 4.2.5. ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს - 200 (ორასი) ლარს. შენიშვნა: განცხადების 15 რიცხვამდე წარდგენისას სუბსიდირება იწყება მიმდინარე თვიდან, 15 რიცხვის შემდეგ – მომდევნო კალენდარული თვიდან. 4.2.6. სამედიცინო დაწესებულების მომსახურება, პერსონალური ასისტირების საჭიროების განსასაზღვრა, დადებითი შეფასების შემთხვევაში ანაზღაურების ხარჯი შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს (ერთ ბენეფიციარზე). 4. 3. ოჯახებისა და ბავშვების მხარდაჭერა ა) მარტოხელა მშობელზე, მარჩენალდაკარგულ, ობოლ ან მზრუნველობამოკლებულ ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი – ელექტოენერგიის სუბსიდია გაიცემა 12 თვეზე, ყოველთვიური ლიმიტის - 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით, რაც განცხადების რეგისტრაციიდან მომდევნო 3 (სამი) თვის განმავლობაში ჯამურად გაიცემა; ბ) ახალშობილთა და ტყუპების ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება : პირველ შვილზე – 200 (ორასი) ლარი; მეორე შვილზე – 300 (სამასი) ლარი; ტყუპების (ორი და მეტი) შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარი. დამატებით, ყველა ახალშობილს გადაეცემა „ახალშობილის კალათა“; გ) მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება (4 და მეტი შვილი): თითოეულ არასრულწლოვან შვილზე - ერთჯერადად 100 (ასი) ლარი; დ) ობოლ, მარჩენალდაკარგულ, მარტოხელა მშობელთა და სოციალურად დაუცველ (0-65 000 ქულა) მრავალშვილიან ოჯახებზე საახალწლოდ გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება- 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ე) დედ-მამით ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად: ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი თითოეულ ბენეფიციარზე; ვ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების საბაზისო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ავეჯით და ტექნიკით უზრუნველყოფა მოხდება საჭირო ავეჯის და ტექნიკის შეძენის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე. 4.4. ძალადობის მსხვერპლთა და უსახლკარო ოჯახების დაცვა 4.4.1.ოჯახში ძალადობის მსხვერპლ პირთა სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 4.4.2.ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების უსაფრთხოებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ქირის თანადაფინანსების ფორმით. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით, 1 წლის ვადით და შესაბამისი საჭიროების დადასტურების საფუძველზე. 4.5. ვეტერანთა და მათი ოჯახების სოციალური, ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერის მიზნით, პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის დახმარებას: ა) დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი – 1000 (ერთი ათასი) ლარი; ბ) ვეტერანი ქალბატონების ფულადი საჩუქარი (8 მარტი) – 500 (ხუთასი) ლარი; გ) აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ფინანსური დახმარება – 300 (სამასი)ლარი; დ) 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება – 1000 (ერთი ათასი) ლარი. 4.6. იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის მხარდაჭერისა და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას: ა) აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი; ბ) იძულებით გადაადგილებული (დევნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახისათვის თბობის სეზონზე ელექტროენერგიისა/ ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის სააბონენტო ანგარიშზე ჩაირიცხება - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. 4.7 . სხვა სოციალური ღონისძიებები 4.7.1. სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების (სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-ის ჩათვლით) საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა და თბობის სეზონზე კომუნალური ხარჯების შემცირების მიზნით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ელექტროენერგიის/ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის სააბონენტო ანგარიშზე ჩაირიცხება – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. 4.7.2. განსაკუთრებული ასაკობრივი მიღწევის მქონე ხანდაზმულ მოქალაქეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებული 100 (ასი) წლისა და მეტი ასაკის პირებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4.7.3. მარტოხელა და უკიდურესად გაჭირვებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივი დაფარვისა და ოჯახის/პასუხისმგებელი პირების ფინანსური ტვირთის შემსუბუქების მიზნით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 4.7.4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 0-დან-65000 -მდე) პირების, რომლებიც განეკუთვნებიან განსაკუთრებულ მოწყვლად კატეგორიას (მრავალშვილიან, მარტოხელა, მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი, მზრუნველობამოკლებული და სხვა პირთა) უფასო კვებით უზრუნველყოფა ხდება დღეში ერთხელ, დამტკიცებული მენიუს შესაბამისად. 4.7.5. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოწყვლადი ოჯახების საბაზისო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ავეჯით ან/და ტექნიკით უზრუნველყოფის დახმარება გაიცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მიერ, ადმინისტრაციული წარმოებისა და ჩატარებული საჭიროებათა შეფასების საფუძველზე. მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოება იწყება მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე. 2. წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია განსახილველად დაუყოვნებლივ გადაეცემა მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც: ა) ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას მოქმედ პროგრამასთან; ბ) ამზადებს მოხსენებით ბარათს ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს; გ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გასცემს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას სამედიცინო დაწესებულების სახელზე, მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით. 3. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), სამედიცინო მომსახურების დასრულებისა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის (შესრულებული სამუშაოს აქტი, ანგარიშ-ფაქტურა და სხვ.) მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენის შემდეგ. 4. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება ხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში (06 02 06), ბენეფიციართა ფაქტობრივი რაოდენობის გათვალისწინებით და მერიის შესაბამისი სამსახურის შემოწმების აქტის შესაბამისად. 5. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა (წითელი ჯვარი) ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის/ხელშეკრულებისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად(06 02 04). 6.სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და გარდაცვლილ მეომართა ოჯახების მხარდაჭერა, აგრეთვე სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება, ხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში(06 02 08). 7. პროგრამით გათვალისწინებული პერსონალური ასისტენტის სერვისი ფინანსდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში (06 02 03). 8. პროგრამით გათვალისწინებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარება გაიცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში (06 02 07). 9. პროგრამით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები ხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის” მიერ და ფინანსდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში (06 01). 10. პროგრამით გათვალისწინებული, კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების საბაზისო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ავეჯით და ტექნიკით უზრუნველყოფა ხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში (06 02 02). 11. უსახლკარო ოჯახების დაცვა, სტიქიის შედეგად დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირა.) განხორციელდება „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის და შესაბამისი ფოტო- მასალის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს ოჯახის კრიზისულ ან/და უკიდურესად მძიმე მდგომარეობას, ასევე სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ან უსახლკაროდ დარჩენის ფაქტს. 12. ოჯახის სოციალური სტატუსის გადამოწმებას ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური და ჯანდაცვის სამსახური“ შესაბამისი სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. 13. დევნილთა ოჯახის სოციალური სტატუსის გადამოწმებას ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური და ჯანდაცვის სამსახური“ შესაბამისი სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. 14. ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე, აუტისტური სპექტრის აშლილობის (F84) ან განვითარების შეფერხების (R62) დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის კურსის მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ის მიერ, რომელთაც გავლილი აქვთ ქცევითი ან/და მეტყველების თერაპიის სრული 40-საათიანი გადამზადების კურსი, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სერტიფიკატით. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების უფლებამოსილება ენიჭება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს”. 15. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოწყვლადი ოჯახების, მათ შორის, ბავშვიანი ოჯახების საბაზისო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ავეჯით ან/და ტექნიკით უზრუნველყოფით დახმარება გაიცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის“ მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდგომ საჭიროებათა შეფასების საფუძველზე. მუხლი 6. სოციალური დახმარების გაცემის წესი 6.1. სოციალური დახმარების დაფინანსების ან თანადაფინანსების შესახებ პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ან ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების გაცემით. 6.2 განსაკუთრებული აუცილებლობის/საჭიროების გათვალისწინებით პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი დაიშვება – მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), რომელიც ვრცელდება წინამდებარე პროგრამის ყველა ქვეპროგრამაზე. განსაკუთრებული აუცილებლობა/საჭიროება უნდა დასაბუთდეს „სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის” მოხსენებითი ბარათით. 6.3. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების რეგულირება: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დაპირებით განსაზღვრული პირობის შესრულების შემდეგ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ)გაცემული ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება ძალადაკარგულად ცხადდება ბენეფიციარის, მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, თუ მომსახურება ობიექტური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა; გ) დაპირების გაუქმების შემთხვევაში ბენეფიციარი ინარჩუნებს უფლებას, განმეორებით მიმართოს მუნიციპალიტეტს პროგრამით დადგენილი წლიური ლიმიტის ფარგლებში. 6.4. საანგარიშსწორებო ვადები: ა) სამედიცინო მომსახურების თანხა ირიცხება დაწესებულების საბანკო ანგარიშზე გაცემული ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას, არ განახორციელოს ანაზღაურება, თუ დაგვიანება გამოწვეულია სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობით. ბ)სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში დეტალურად მიუთითოს მოქალაქისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების სახე და მოცულობა, დაფინანსებას დაექვემდებარება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებისა და მისი დანართით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება. 6.5 კონტროლი და ზედამხედველობა: ბენეფიციართა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეს, პროგრამულ შესაბამისობასა და ხარჯვის მიზნობრიობას აკონტროლებს მერიის „სოციალური და ჯანდაცვის სამსახური“. 6.6. ბენეფიციართა უფლებამონაცვლეობა და წარმომადგენლობა: ა) არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში თანხა გაიცემა მის კანონიერ წარმომადგენელზე (მშობელი, მეურვე, მზრუნველი); ბ) უსახლკარო ან სტიქიური მოვლენით დაზარალებული ოჯახებისათვის ბინის ქირის ანაზღაურება განხორციელდება ოჯახის იმ სრულწლოვან წევრზე, რომელთანაც გაფორმებულია ქირავნობის ხელშეკრულება. 6.7. ვადების ათვლა: ა) ახალშობილთა დახმარების მისაღებად განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს ბავშვის დაბადებიდან 6 თვის ვადაში; ბ) თუ განაცხადის წარდგენის ან ანგარიშსწორების ბოლო ვადა ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დასრულების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 6.8 მონაცემთა გადამოწმება: ვეტერანთა და ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის განკუთვნილი ღონისძიებების ადმინისტრირება ხორციელდება სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ ერთიან მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. 6.9. საახალწლო და რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით ნობათი გაიცემა წინამდებარე პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით, ამ პროგრამით განსაზღვრული მოწყვლადი ოჯახებისათვის.. მუხლი 7. დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძვლები და დამატებითი პირობები 7.1. სოციალური დახმარება და თანადაფინანსება არ განხორციელდება, თუ: ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფს ან ვერ წარმოადგენს სტატუსის დამადასტურებელ ვალიდურ დოკუმენტაციას; ბ) ბენეფიციარს მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში უკვე ათვისებული აქვს წინამდებარე პროგრამით განსაზღვრული წლიური ფინანსური ლიმიტი; გ) პაციენტის მიერ ინდივიდუალურად არჩეული ექიმის კონსულტაცია ან/და დამატებითი ჰონორარი; დ) სტომატოლოგია, ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგია; ე) სამკურნალო მასაჟი, კურორტული მკურნალობა და ფიზიოთერაპიული კურსები; ვ) მომსახურება, თუ ის სრულად ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო დაზღვევით; 7.2. ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაცია და აღრიცხვა ა) მუნიციპალიტეტი ახორციელებს ბენეფიციართა მონაცემების გადამოწმებას სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა გამოირიცხოს დაფინანსების დუბლირება; ბ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისას, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მოითხოვოს სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური დასტური პაციენტის მიერ სახელმწიფო ლიმიტების ათვისების ან/და დაუფინანსებელი წილის შესახებ; გ) მუნიციპალიტეტის მხრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი რეგისტრაციის სტატუსის შეუსაბამობის (ან რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი/ტექნიკური გარემოებები) გამო, ვერ იღებს აღნიშნულ მომსახურებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სხვა კლინიკაში. 7.3. რეგისტრაცია და ადმინისტრაციული კონტროლი ა) ყველა ბენეფიციარი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში, რომლის ადმინისტრირებას ახდენს „სოციალური და ჯანდაცვის სამსახური“; ბ) ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ან არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, ბენეფიციარს უწყდება დაფინანსება და ეკისრება უკვე გაცემული თანხის ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულება; გ) მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გადაამოწმოს ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში უარი თქვას დახმარების გაცემაზე, თუ გამოვლინდა მონაცემთა შეუსაბამობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები