დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 120 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/02/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 22/02/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.030.000.22.022.010.000 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.000
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №120
2007 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №3, მუხ. 22) დამტკიცებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) წესს დაემატოს 41-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. კრედიტების დაგროვება და ტრანსფერი
პირის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე დაგროვილი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ითვლება, შეიძლება აღიარებულ იქნეს იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს ან იწყებს სწავლას.“;
ბ) მე-5 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ წესის 41 მუხლი ვრცელდება აგრეთვე იმ უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებზე, რომლებიც პირის მიერ გავლილ იქნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საკრედიტო სისტემის შემოღებამდე. ამ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ავტონომიის ფარგლებში გამოიანგარიშოს გავლილი სასწავლო კურსების შესაბამისი კრედიტები გავლილი საათების შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა. დიდებულიძე
დოკუმენტის კომენტარები