„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 10/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016447
9
03/07/2026
ვებგვერდი, 06/07/2026
010260020.35.168.016447
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 3 ივლისი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №2 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 25/12/2017წ, 010260020.35.168.016228)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.   მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და  ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი

1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი.  მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

2.  მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა  და მოსახლეობის წინაშე.

3. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნების გზით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვე მაინც.“

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის თანამდებობის პირს ან მოხელეს, რომელიც განახორციელებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს;“.

 

4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერიის სამსახურებია:

ა) მერიის ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:

ა.ა) კანცელარიის განყოფილებას;

ა.ბ) საზოგადოებასთან, მედიასთან   ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას;

ა.გ) შესყიდვების განყოფილებას;

ა.დ) მერის წარმომადგენლთა საქმიანობის  კოორდინაციას განყოფილებას.

ბ) იურიდიული სამსახური, რომელიც მოიცავს:

ბ.ა)  სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას;

ბ.ბ)  მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებას.

გ) ზედამხედველობის სამსახური, რომელიც მოიცავს:

გ.ა) ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა განყოფილებას.

 დ) შიდა  აუდიტის  სამსახური;

ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური, რომელიც მოიცავს:

ე.ა)  ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების განყოფილებას;

ე.ბ)  ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებას.

ვ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური, რომელიც მოიცავს:

 ვ.ა)  განათლების  და კულტურის განყოფილებას;

ვ.ბ) ახალგაზრდობის და სპორტის  განყოფილებას.

ზ) საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური, რომელიც მოიცავს:

ზ.ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილებას;

ზ.ბ) საბუღალტრო და ფინანსური ვალდებულებების მართვისა და ანგარიშგების განყოფილებას.

თ) ეკონომიკის სამსახური, რომელიც მოიცავს:

თ.ა) ქონების მართვისა  და მატერიალურ-ტექნიკურ   განყოფილებას;

თ.ბ) ტურიზმის განყოფილებას.

ი) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელიც მოიცავს:

ი.ა) ინფრასტუქტურის განყოფილებას;

ი.ბ) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილებას;

ი.გ) პროექტების მართვის განყოფილებას;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 10 აგვისტოდან.

 


სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი