„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016473
12
30/06/2026
ვებგვერდი, 03/07/2026
010250050.35.155.016473
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2026 წლის 30 ივნისი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 აპრილის №7 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 06/05/2026, 010250050.35.155.016468) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ მონაცემების უსასყიდლოდ წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში.“.

ბ) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი