„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 01/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016963
1-1/239
01/07/2026
ვებგვერდი, 02/07/2026
040030000.22.024.016963
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/239

2026 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის № 1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში" შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ჰ107“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ107 ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის გადამზადების პროგრამის აღიარება:

განცხადების შეტანიდან 10-დან 15 სამუშაო დღის განმავლობაში – 3 000 ლარი.“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ112 “ ქვეპუნქტი:

„ჰ112 ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ოპერატორის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 65 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 115 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 130 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 145 ლარი;

იმავე დღეს – 155 ლარი.“;

გ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის განაკვეთებია:

ა) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების დროებითი/მუდმივი რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, გარდა სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა, იახტისა, კატარღისა, ჰიდროციკლისა, მოტონავისა და 3 მეტრზე მეტი ნიჩბიანი ნავისა:

მე-5 სამუშაო დღეს – 90 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 150 ლარი;

იმავე დღეს – 200 ლარი.

ბ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მოტონავის დროებითი/მუდმივი რეგისტრაციის მოწმობის გაცემა:

მე-5 სამუშაო დღეს – 70 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 90 ლარი;

იმავე დღეს – 120 ლარი.

გ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული ჰიდროციკლის დროებითი/მუდმივი რეგისტრაციის მოწმობის გაცემა:

მე-5 სამუშაო დღეს – 130 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 200 ლარი;

იმავე დღეს – 250 ლარი.

დ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული იახტის/კატარღის და სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემის დროებითი/მუდმივი რეგისტრაციის მოწმობის გაცემა:

მე-5 სამუშაო დღეს – 150 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 220 ლარი;

იმავე დღეს – 270 ლარი.

ე) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული 3 მეტრზე მეტი ნიჩბიანი ნავის მუდმივი/დროებითი რეგისტრაციის მოწმობის გაცემა:

მე-5 სამუშაო დღეს – უფასო;

მე-3 სამუშაო დღეს – 30 ლარი;

იმავე დღეს – 50 ლარი.

ვ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციის მოწმობაში ცვლილების შეტანა:

მე-5 სამუშაო დღეს – 25 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 35 ლარი;

იმავე დღეს – 50 ლარი.

ზ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის სახელმწიფო რეესტრიდან მოხსნის ამონაწერის გაცემა:

მე-5 სამუშაო დღეს – 60 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 80 ლარი;

იმავე დღეს – 100 ლარი. 

თ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის საზღვაო იპოთეკის რეგისტრაცია:

მე-5 სამუშაო დღეს – 85 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 120 ლარი;

იმავე დღეს – 200 ლარი.

ი) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის საზღვაო იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე ცნობის გაცემა/იპოთეკის რეგისტრაციიდან მოხსნა:

მე-5 სამუშაო დღეს – 50 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 80 ლარი;

იმავე დღეს - 100 ლარი.

კ) შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში დროებით დარეგისტრირებული გემის დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება:

მე-5 სამუშაო დღეს – 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 60 ლარი;

იმავე დღეს – 120 ლარი.

ლ) შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში დარეგისტრირებული გემის დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება გემისათვის, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას:

მე-5 სამუშაო დღეს – 30 ლარი;

 მე-3 სამუშაო დღეს – 50 ლარი;

იმავე დღეს – 80 ლარი.

მ) შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში დარეგისტრირებული გემის დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება გემებისათვის, რომელიც არ ახორციელებს ნაოსნობას:

მე-5 სამუშაო დღეს – 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 60 ლარი;

იმავე დღეს –100 ლარი.“. 

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსულ განცხადებებზე ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია. 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი