დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15-ორგ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 13/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 01/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.20.013.009.995 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.009.995
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №15-ორგ
2007 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და 36-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №50, მუხ. 471) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. რევიზია-შემოწმების აქტს ხელს აწერს სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელი და ჯგუფის წევრები, რომლებიც პერსონალურად აგებენ პასუხს რევიზიის შედეგების უტყუარობაზე.
რევიზია-შემოწმების აქტში არ შეიძლება შეფასება მიეცეს ფაქტებს, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი რევიზია-შემოწმების პროცესში.
5. შემოწმებულ ობიექტს რევიზია-შემოწმების აქტი გასაცნობად წარედგინება სარევიზიო ჯგუფის მიერ ხელმოწერის შემდეგ, რევიზიის ვადის ამოწურვამდე. აქტის ჩაბარება დასტურდება ობიექტის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ობიექტის მარეგისტრირებელი დანაყოფის აღნიშვნით. ობიექტის ხელმძღვანელობა აქტს ეცნობა და ხელს აწერს ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აქტში დაფიქსირებულ ფაქტებზე სრულად ან ნაწილობრივ არდათანხმების შემთხვევაში, ობიექტის ხელმძღვანელობა აქტზე აკეთებს შესაბამის მინაწერს და სარევიზიო ჯგუფს წარუდგენს წერილობით განმარტებას, რომელიც თან უნდა დაერთოს რევიზიის მასალებს. რევიზიის შედეგებზე შემოწმებული ობიექტის შენიშვნებს იხილავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა. განხილვის შედეგებზე ობიექტს ეცნობება წერილობით და აისახება რევიზია-შემოწმების შესახებ მოხსენებით ბარათში.
რევიზია-შემოწმების თაობაზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში დაუშვებელია მონაწილეობა მიიღონ აქტის შემდგენი სარევიზიო ჯგუფის წევრებმა. მათ ეცნობებათ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ადმინისტრაციულ წარმოებაში.
6. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებული ობიექტი ან სხვა დაინტერესებული მხარე უარს აცხადებს აქტის მიღებაზე, მასზე ხელმოწერაზე ან შესაბამისი განმარტებების წარმოდგენაზე, სარევიზიო ჯგუფის მიერ დგება სათანადო ცნობა. ცნობა დგება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია რევიზიის ჩატარება ან დაწყებული რევიზიის დასრულება.“.
2. რეგლამენტის 30-ე მუხლს დაემატოს 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგაქციით:
„51. რევიზია-შემოწმების პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და შედეგებზე, შემოწმებული ობიექტის გარდა, უნდა ეცნობოს ყველა იმ იური-დიულ თუ ფიზიკურ პირს, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც შეიძლება გაუარესდეს რევიზია-შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე და რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ დაინტერესებულ მხარეს. სარევიზიო ჯგუფმა მითითებულ პირებს უნდა მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ მათ მიმართ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებები და დოკუმენტური მტკიცებულებები.“.
მუხლი 2
ბრძანება გაეცნოს კონტროლის პალატის საჯარო მოსამსახურეებს.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ი. მესხია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები