„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის 2026 წლის 26 მარტის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის 2026 წლის 26 მარტის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 01/07/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.85.099.016007
07
01/07/2026
ვებგვერდი, 02/07/2026
040030000.85.099.016007
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის 2026 წლის 26 მარტის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება №07

2026 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს საპენსიო ფონდის 2026 წლის 26 მარტის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 პუნქტის,  მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №36 სხდომის ოქმის საფუძველზე, მმართველობითი საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 26 მარტის №03 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 26/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.85.099.016003)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მმართველობითი საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი. აპარატის უფროსის შერჩევას უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭო. აპარატის უფროსი ესწრება მმართველობითი საბჭოს  სხდომებს და ასრულებს მმართველობითი საბჭოს სხდომის მდივნის ფუნქციას. გენერალური დირექტორი და აპარატის უფროსი უზრუნველყოფენ მმართველობითი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მომზადებას მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. სხდომის მდივანი ადგენს სხდომის ოქმს და გადასცემს მას მმართველობითი საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად, რის შემდგომაც, აღნიშნულ ოქმს გადასცემს შესანახად შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველობითი საბჭოს სხდომა იმართება აპარატის უფროსის გარეშე, მმართველობითი საბჭო ნიშნავს სხდომის მდივანს მმართველობითი საბჭოს წევრთაგან ან იურიდიული დეპარტამენტის უფროსს.“.

2. მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე  შეიძლება იყოს კომიტეტის წევრი, თუმცა იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომიტეტის თავმჯდომარე და მოადგილე.“.

3. 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულების დანართი №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა, გარდა ამ დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტითა და ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულისა, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მმართველობითი საბჭო დაამტკიცებს მის მიერ დანიშნული გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი წლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის (მათ შორის, მათი ცვლილების) პროექტს და რეორგანიზაციის გეგმას, თუ რეორგანიზაციის გეგმით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

2. ამ დებულებით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ამოქმედებამდე საპენსიო ფონდი აგრძელებს ფუნქციონირებას 2025 წლის 1 მაისამდე დამტკიცებული ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის გათვალისწინებით.“.

4. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-25 პუნქტები:

„21. ამ დებულების დანართი №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურის ძალაში შესვლამდე შეიქმნას გენერალური დირექტორის ან მისი არყოფნის შემთხვევაში  გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დაქვემდებარებაში არსებული საპენსიო ფონდის პრეტენზიების განხილვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის საფუძველზე დამსაქმებლისათვის დაკისრებული ჯარიმის შესახებ დამსაქმებლის საჩივრების მიღებასა და განხილვას.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიების განხილვის სამსახურის დებულებასა და შიდა პროცედურებს შეიმუშავებს და ამტკიცებს გენერალური დირექტორი, მისი არ ყოფნის შემთხვევაში გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მმართველობით საბჭოსთან შეთანხმებით.

23. პრეტენზიების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი თითოეული საჩივრის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი საჩივრის გამოკვლევის მიზნით, კომპეტენციის შესაბამისად, საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეულებისაგან ან/და სხვა შესაბამისი პირისაგან ინფორმაციის გამოთხოვას და მის შესწავლას.

24. პრეტენზიების განხილვის სამსახურის მიერ ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის მიზნით ინფორმაციის, დოკუმენტაციის მოძიებისა და გამოთხოვის შემთხვევაში, ჩერდება საჩივრის განხილვის ვადის დინება. აღნიშნული ვადა გაგრძელდება პრეტენზიების განხილვის სამსახურის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდგომ.

25. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულის მიუხედავად, მონაწილე ან დამსაქმებელი უფლებამოსილია თავისი უფლებების დასაცავად ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს.“.

5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 24 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეგრიგორი მორჩილაძე