დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06-რს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 01/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 21/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010010010.30.060.016105 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ |
მუხლი 1.
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ (,,აფხაზეთის ხმა“, №27, 06.07.2001წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრებისგან.“. 2. მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს. 5. მთავრობის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მინისტრი მთავრობის თავმჯდომარის დავალებით. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.“. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
1 ივლისი 2026 წ. ქ. თბილისი N06-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები